Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

5 of 841 cards

Clear filters
«გინდათ, მიგითითოთ მასზე, რითაც ალლაჰი შლის ცოდვებს და ამაღლებს საფეხურებით?» მათ უპასუხეს: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". მან თქვა: «ეს არის მცირე განბანვის (ვუდუს) შესრულება სრულყოფილად, მიუხედავად სირთულეებისა, მრავალი ნაბიჯის გადადგმა მეჩეთებისკენ და შემდეგი ლოცვის მოლოდინი წინა ლოცვის შემდეგ. ეს არის თქვენთვის რიბატი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«როდესაც ადამიანი მიდიოდა გზაზე და შემოხვდა ამ გზაზე ეკლიანი ჯოხი, აიღო და გადააგდო ის, ალლაჰმა მას მადლობა გადაუხადა და მიუტევა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ხუთი ყოველდღიური ლოცვა, პარასკევის ლოცვა შემდეგ პარასკევის ლოცვამდე და რამადანის მარხვა შემდეგ რამადანამდე, შლის მათ შორის არსებულ მცირე ცოდვებს, თუ ადამიანი დიდ ცოდვებს ერიდებოდა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ გადააქციოთ თქვენი სახლები საფლავებად და არ აქციოთ ჩემი საფლავი სადღესასწაულო ადგილად. დამლოცეთ, რადგან თქვენი დალოცვა ჩემამდე აღწევს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა
«ხდება ხოლმე, რომ ადამიანს აქვს აბურძგნული თმა, არის მტვერში გახვეული და კარებთან უარყოფილი, მაგრამ თუ ის ალლაჰის სახელით ფიცს დადებს, ალლაჰი აუცილებლად აღასრულებს მის ფიცს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა