Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

8 of 841 cards

Clear filters
«რაც არ უნდა შეემთხვეს მუსლიმს: დაღლილობა, ავადმყოფობა, შფოთვა, მწუხარება, უსიამოვნება, სევდა ან თუნდაც ეკლის ჩხვლეტა — ალლაჰი აუცილებლად აპატიებს მას ამის გამო [რაიმეს] მისი ცოდვებიდან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა კაცი და ჰკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის ორი სავალდებულო რამ? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ის, ვინც გარდაიცვალა და ალლაჰისთვის არაფერი დაუდგენია თანაზიარად - სამოთხეში შევა, ხოლო ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარს - ჯოჯოხეთში შევა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - მას შეცდომები ვერაფერს ავნებს; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - მას მისი სიკეთეები ვერაფერს არგებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
ერთხელ, როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხენით მგზავრობდა, ხოლო მის უკან, უნაგირზე მუ'აზი იჯდა, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ო მუ'აზ იბნ ჯაბალ!» მუ'აზმა მიუგო: "აქ ვარ შენს წინაშე, ო ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კვლავ უთხრა: «ო მუ'აზ!», შენს წინაშე ვარ, ო, ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!" ასე განმეორდა სამჯერ და შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რომელმა (ალლაჰის) მსახურმაც გულწრფელად აღიარა, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება, რომელიც ღირსია თაყვანისცემის, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მსახური და მისი მოციქულია, ალლაჰი მას აუცილებლად აუკრძალავს ცეცხლში შესვლას ». მუ'აზმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო, არ უნდა გავაგებინო ეს ხალხს, რომ გაიხარონ?" მან უპასუხა: «მაშინ ისინი მხოლოდ იმედს დაამყარებენ და დატოვებენ საქმეს (მსახურებას)», - მიუხედავად ამისა, მუ'აზმა ეს სიტყვები თავის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაამხილა, რადგან თვლიდა, რომ მათი დამალვა ცოდვა იქნებოდა (სასარგებლო ცოდნის დამალვის გამო).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"მე ვიჯექი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვირზე, სახელად უფეირი, და მან მითხრა: «ჰეი, მუაზ იცი თუ არა, რა არის ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ და რა არის მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ?» მე ვუპასუხე „ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან, თქვა: «ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ, ხოლო მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ არის ის, რომ ალლაჰი არ დასჯის მას, ვინც მას არაფერს უდგენს თანაზიარად». მუაზმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უთხრა: «ო ალლაჰის მოციქულო, ნუთუ არ ვუმახარობლო მისით ხალხს? მან უპასუხა: «არ უთხრა მათ, რადგან შეიძლება მხოლოდ ამას დაეყრდნონ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად ალლაჰი განკითხვის დღეს გამოარჩევს ჩემს უმმაში ერთ კაცს ქმნილებათა თვალწინ. მას ოთხმოცდა ცხრამეტ წიგნს გადაუშლიან, თითოეული მათგანი თვალთა ხედვის გასწვრივ სიგრძეზე იქნება. ალლაჰი ჰკითხავს: "უარყოფ რამეს ამ წიგნებიდან? ან უსამართლოდ მოიქცნენ შენთან ჩემი ანგელოზები(რომლებმაც ჩაიწერეს შენი ქმედებები)?" ის უპასუხებს: "არა, ღმერთო ჩემო". ალლაჰი კვლავ ჰკითხავს: "გაქვს რაიმე გამართლება?" ის იტყვის:"არა, ღმერთო ჩემო", მაშინ ალლაჰი იტყვის:"ჭეშმარიტად, ჩვენ გვაქვს შენი ერთი კარგი საქმე და დღეს არ მოგექცევიან უსამართლოდ", შემდეგ გამოიტანენ ფურცელს, რომელზეც ეწერება: "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამედი მისი მონა და მოციქულია". ალლაჰი ეტყვის: "დაესწარი შენი საქმეების სასწორს(აწონვას)". კაცი იტყვის: "ო ღმერთო ჩემო, რა წონა აქვს ამ ფურცელს ამ წიგნებთან შედარებით?" ალლაჰი იტყვის: "შენ არ მოგექცევიან უსამართლოდ." შემდეგ დადებენ წიგნებს (ცოდვებით) სასწორის ერთ მხარეს, ხოლო ფურცელს — მეორე მხარეს, და წიგნები (ცოდვებით) აღმოჩნდებიან მსუბუქები, ხოლო ფურცელი — მძიმე. რადგან ალლაჰის სახელთან ერთად არაფერია, მასზე უფრო მძიმე.’"
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
ერთმა ადამიანმა მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: „ო, ალლაჰის შუამავალო! არ დამიტოვებია არც ერთი პატარა და დიდი ცოდვა, რომ არ ჩამედინოს.“ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: „განა არ აღიარებ, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამედი ალლაჰის მოციქულია?» — და სამჯერ გაიმეორა ეს სიტყვები. კაცმა უპასუხ: რა თქმა უნდა! მაშინ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „ჭეშმარიტად, ეს შლის იმ ყველაფერს".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ ია'ლამ, ალ-ტაბარაანიმ და ალ-დიაუ ალ-მაყდისიმ
უთხრა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მის ბიძას: «თქვი: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, და დაგიმოწმებ მისით განკითხვის დღეს», ბიძამ უპასუხა: "თუ არა ყურაიშისგან დასაცინად, რომლებიც იტყოდნენ, რომ მე შიშის გამო ვთქვი ეს, მეც გავახარებდი შენს თვალს". შემდეგ ალლაჰმა გარდმოავლინა: {ჭეშმარიტად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზას იმას, ვინც გიყვარს. არამედ ალლაჰი ადგენს სწორ გზაზე, ვისაც ინებებს} [ალ-ყასას: 56]
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა