Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

2 of 841 cards

Clear filters
«ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - მას შეცდომები ვერაფერს ავნებს; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - მას მისი სიკეთეები ვერაფერს არგებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
„საქმეები - ექვსი სახისაა, ხოლო ადამიანები - ოთხი კატეგორიის. ორი აუცილებელი შედეგი. სხვადასხვა საზღაური. საზღაური სიკეთის ათმაგია. საზღაური კეთილი საქმის შვიდასმაგია. რაც შეეხება ორ აუცილებელ შედეგს (ამ ექვსი საქმიდან): ვინც მოკვდება ისე, რომ არ შეუქმნია ალლაჰისთვის არაფერი თანამოზიარედ სამოთხეში შევა, ხოლო ვინც მოკვდება ისე, რომ ალლაჰს უთანაზიარებდა რაიმეს ჯოჯოხეთში შევა. რაც შეეხება ტოლ საზღაურს: ვინც განიზრახა კეთილი და მისმა გულმა ისურვა ის იმდენად, რომ ალლაჰმა შეიტყო მისი გულწრფელობა, ამისთვის მას ჩაეწერება ერთი კეთილი საქმე. ხოლო ვინც ჩაიდენს ცოდვას, მას ჩაეწერება ერთი ცუდი საქმე. ვინც ჩაიდენს ერთ კეთილ საქმეს, მისი ჯილდო ათმაგი იქნება. ვინც ალლაჰის გზაზე დახარჯავს, მისი კეთილი საქმე შვიდასმაგად ჩაიწერება. რაც შეეხება (ოთხ) ადამიანთა კატეგორიას, მათ შორის არიან: ისინი (ურწმუნოები), რომლებიც ამ ქვეყნად სიმდიდრით დაჯილდოებულნი იყვნენ, მაგრამ მარადიულ სამყაროში მოკლებულნი იქნებიან; და ისინი (მორწმუნეები), რომლებიც ამ სამყაროში შეზღუდულნი იყვნენ, მაგრამ მარადიულ სამყაროში მათ სიმდიდრეები ელით; და ისინი (ურწმუნოები), რომლებიც შეზღუდულნი იყვნენ როგორც ამ სამყაროში, ასევე მარადიულ სამყაროში; და ისინი (მორწმუნეები), რომლებიც სიმდიდრით დაჯილდოებულნი არიან როგორც ამ სამყაროში, ასევე მარადიულ სამყაროში».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აჰმადმა