Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

110 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (48)
«სისუფთავე არის რწმენის ნახევარი, ალლაჰის ქება დიდება (ალჰამდუ ლილლაჰ) ავსებს სასწორს, სიტყვები ქება ალლაჰს (სუბჰანალლაჰ) და დიდება ალლაჰს (ალჰდამდულილლაჰ) ავსებენ სივრცეს ცასა და დედამიწას შორის. ლოცვა სინათლეა, სადაყა არის მტკიცებულება და მოთმინება სინათლეა, ხოლო ყურანი არის არგუმენტი შენს სასარგებლოდ ან შენს წინაარმდეგ. ყველა ხალხი გაემართებიან დილაობით (თავიანთ საქმეებზე) და საკუთარი სულის გამყიდველი ან ათავისუფლებს მას[ჯოჯოხეთის გან] ან ღუპავს[მას ცოდვებით რის გამოც ჯოჯოხეში შევა]».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ადამის ძეს არანაირი ჭურჭელი არ შეუვსია უფრო საზიანოდ, ვიდრე თავისი კუჭი. ადამის ძისთვის საკმარისია რამდენიმე ლუკმა, რათა ზურგი გამართული ჰქონდეს. ხოლო თუ მეტი ჭამა მოუნდება, მაშინ ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი წყლისთვის, და ერთი მესამედი სუნთქვისთვის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იმამ აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
"ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - შევა სამოთხეში; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - ის შევა ჯოჯოხეთში".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ არსებობს არც ერთი მუსლიმი, რომელსაც შეემთხვა რაიმე უბედურება და რომელმაც არ წარმოთქვა ის, რაც ალლაჰმა უბრძანა: {ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მასთან ვბრუნდებით} (სურა ალ-ბაყარა,156), და არ უთქვამს: 'ო, ალლაჰო, მომანიჭე ჯილდო ჩემს უბედურებაზე და მიბოძე მის ნაცვლად უკეთესი', — თუ არა ის, რომ ალლაჰი მას ნამდვილად მისცემს უკეთესს მის ნაცვლად». უმმ სალამამ გააგრძელა: "როდესაც აბუ სალამა გარდაიცვალა, ვთქვი: ‘ვინ იქნება აბუ სალამაზე უკეთესი მუსლიმი? ის ხომ პირველი იყო, ვინც ჰიჯრა გააკეთა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)!’ მაგრამ მაინც წარმოვთქვი ეს დუა, და ალლაჰმა მიბოძა მის ნაცვლად ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ხშირად გაიხსენეთ ყველა სიტკბოების გამანადგურებელი», ანუ: სიკვდილი.
კარგი (ჰასან) გადმოსცა ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
«თქვენგან ყველაზე დაბალი ადგილი სამოთხეში ის არის, როცა ალლაჰი ეტყვის მას: ‘ისურვე!’ და ისიც ისურვებს, შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს მას: ‘ნუთუ ყველაფერი ისურვე?’ და ის უპასუხებს: 'დიახ', მაშინ ალლაჰი ეტყვის მას: შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ვკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკეთის და ცოდვის შესახებ და მითხრა: «სიკეთე – ეს არის კარგი ზნეობა, ცოდვა– ეს არის ის, რაც გულში ეჭვს იწვევს და რაც არ გსურს, რომ ხალხმა იხილოს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ნუ შეიძენთ ცოდნას იმისთვის, რომ ამაყობდეთ სწავლულების წინაშე, კამათობდეთ უგუნურებთან ან დაიკავოთ უპირატესობა შეკრებებზე. თუ ვინმე ასე მოიქცევა, ცეცხლი, ცეცხლი [იქნება მისი სამყოფელი]».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იბნ მააჯამ