Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

110 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (48)
«ჭეშმარიტად ალლაჰმა შთამაგონა, რომ არ დაეყენინა ვინმეს თავი სხვაზე მაღლა და არ დაეჩაგრა სხვა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თქვენამდე ერთ კაცს ჰქონდა ჭრილობა, მან ვეღარ აიტანა ტკივილი, აიღო დანა და თავისი ხელი გადაიჭრა. სისხლდენა არ შეწყვეტილა, სანამ არ მოკვდა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ჩემმა მონამ საკუთარი თავი ჩემზე წინ დააყენა (ანუ საკუთარი სიცოცხლე თვითონვე დაასრულა). ამიტომ, მე სამოთხე მას ავუკრძალე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ო, ალლაჰ! ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა, ამიტომ მიუტევე ანსარებს და მუჰაჯირებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, მორწმუნეს სამოთხეში ექნება კარავი ფუღუროიანი მარგალიტისგან. მისი სიგრძე იქნება სამოცი მილი. იქ მორწმუნეს ეყოლება ცოლები, რომლებსაც ისე შემოივლის რომ ისინი ერთმანეთის ხილვას ვერ შეძლებენ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«სამოთხე უფრო ახლოსაა თითოეულ თქვენთაგან, ვიდრე თქვენი ფეხსაცმლის თასმები, და ჯოჯოხეთიც მის მსგავსად (ახლოსაა მასთან)».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«არ ირწმუნებს თქვენგან არავინ, სანამ არ შემიყვარებს მე თავის მშობელზე, შვილზე და ყველა ადამიანზე მეტად».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც მომცემს გარანტიას იმის შესახებ, რაც მას ყბებს შორის აქვს, და იმის შესახებ, რაც მას ფეხებს შორის აქვს, მას ვაძლევ სამოთხის გარანტიას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ