Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

27 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (48)
«ჯოჯოხეთი დაფარულია ვნებებით, სამოთხე კი - უსიამოვნებებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«თქვა ყოვლადკეთილმა და უზენაესმა ალლაჰმა: "მე სრულიად არ ვსაჭიროებ იმას, რომ თანაზიარი დამიყენონ. ვინც რაიმე საქმეს შეასრულებს და თანაზიარს დამიდგენს მასში, მე მივატოვებ მასაც და მის მრავალღმერთიანობასაც».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ერიდეთ შვიდ დამღუპველ ცოდვას». ჰკითხეს: ო, ალლაჰის მოციქულო, და რომელია ისინი? მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, ჯადოქრობა, იმ სულის მოკვლა, რომლის სიცოცხლეც ალლაჰმა აკრძალა, გარდა იმისა, რაც ეხება სამართლის აღდგენას (შარიათით), მევახშეობა (რიბა), ობლის ქონების მიტაცება, ბრძოლის ველიდან გაქცევა და პატიოსანი, უდანაშაულო მორწმუნე ქალებზე მრუშობის დაბრალება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ არსებობს გადამდები დაავადება თავისთავად, არ არსებობს ცრურწმენა, არ არსებობს ჰამა და არ არსებობს საფარი. ხოლო კეთროვანს მოერიდე ისე, როგორც ლომს ერიდები».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ხშირად გაიხსენეთ ყველა სიტკბოების გამანადგურებელი», ანუ: სიკვდილი.
კარგი (ჰასან) გადმოსცა ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
«თქვენგან ყველაზე დაბალი ადგილი სამოთხეში ის არის, როცა ალლაჰი ეტყვის მას: ‘ისურვე!’ და ისიც ისურვებს, შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს მას: ‘ნუთუ ყველაფერი ისურვე?’ და ის უპასუხებს: 'დიახ', მაშინ ალლაჰი ეტყვის მას: შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, ეს დუნია დაწყევლილია — დაწყევლილია ყველაფერი, რაც მასშია, გარდა ყოვლადმოწყალე ალლაჰის ხსენებისა და იმის, რაც მასთან არის დაკავშირებული, ასევე ცოდნის მქონისა და ცოდნის შემძენისა».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ