Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

98 of 841 cards

Clear filters
«თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით), როგორც მკვლელი, ასევე მოკლული აღმოჩნდებიან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში». მე ვკითხე: ო, ალლაჰის მოციქულო, ეს მკვლელია (გასაგებია, თუ პირველი იქ მოხვდება), მაგრამ რატომ მოკლული? მან უპასუხა: «იმიტომ, რომ ისიც ცდილობდა მისი მეგობრის მოკვლას».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჯოჯოხეთი დაფარულია ვნებებით, სამოთხე კი - უსიამოვნებებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«თქვა ყოვლადკეთილმა და უზენაესმა ალლაჰმა: "მე სრულიად არ ვსაჭიროებ იმას, რომ თანაზიარი დამიყენონ. ვინც რაიმე საქმეს შეასრულებს და თანაზიარს დამიდგენს მასში, მე მივატოვებ მასაც და მის მრავალღმერთიანობასაც».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
„სისუფთავე რწმენის ნახევარია, "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილაჰ) ავსებს სასწორს, "ალლაჰი ყოვლადწმინდაა" (სუბჰანალლაჰ) და "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებენ ცასა და მიწას შორის სივრცეს. ლოცვა არის სინათლე, სადაყა არის მტკიცებულება, და მოთმინება არის ნათება, ხოლო ყურანი ან იქნება დამცველი შენთვის, ან არგუმენტად შენს წინააღმდეგ. ყველა ადამიანი დგება დილით და ყიდის საკუთარ სულს, ზოგი ათავისუფლებს მას, ზოგი კი ღუპავს მას.“
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«განა თქვენ არ გაქვთ საკვები და სასმელი, რამდენიც გსურთ? მე ვიხილე თქვენი შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ის ვერც კი პოულობდა უბრალო ფინიკსაც კი, რომ მუცელი აევსო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად ალლაჰმა შთამაგონა, რომ არ დაეყენინა ვინმეს თავი სხვაზე მაღლა და არ დაეჩაგრა სხვა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თქვენამდე ერთ კაცს ჰქონდა ჭრილობა, მან ვეღარ აიტანა ტკივილი, აიღო დანა და თავისი ხელი გადაიჭრა. სისხლდენა არ შეწყვეტილა, სანამ არ მოკვდა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ჩემმა მონამ საკუთარი თავი ჩემზე წინ დააყენა (ანუ საკუთარი სიცოცხლე თვითონვე დაასრულა). ამიტომ, მე სამოთხე მას ავუკრძალე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული