Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

75 of 841 cards

Clear filters
«ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვით, და ჭეშმარიტად, ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განზრახული ჰქონდა. ასე რომ, ვინც გადასახლდა ალლაჰთან და მის მოციქულთან, ის გადასახლდა ალლაჰთან და მის მოციქულთან. ხოლო ვინც გადასახლდა ამქვეყნიური სარგებლობისთვის ან ქალისთვის, რომელზეც სურდა დაქორწინება, ის გადასახლდა მხოლოდ იმ მიზნისთვის, რისთვისაც გადასახლდა». ალ-ბუხარის ვერსიაში ნათქვამია: «ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვებით, და ჭეშმარიტად, თითოეული ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განიზრახა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე წარმედგინა სამოთხე და ჯოჯოხეთი, და არ მინახავს ისეთი არც სიკეთე და არც ბოროტება, როგორიც დღეს ვნახე, რომ გცოდნოდათ ის, რაც მე ვიცი ცოტას იცინებდით და ბევრს იტირებდით». ანასმა თქვა: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანმხლებთათვის ეს ყველაზე მძიმე დღე გახდა. ისინი იხურავდნენ თავებს და მათი მხრიდან ქვითინი ისმოდა. მან თქვა: უმარი წამოდგა და თქვა: ჩვენ კმაყოფილნი ვართ ალლაჰით, როგორც ჩვენი ღმერთით, ისლამით, როგორც ჩვენი რელიგიით, და მუჰამმადით, როგორც მოციქულით. მან თქვა: ამ დროს წამოდგა ერთი კაცი და თქვა: ვინ არის მამაჩემი? შუამავალმა თქვა: «მამაშენი ეს და ეს პიროვნებაა», ამაზე გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამ, თუკი განგეცხადებათ- დაგამწუხრებთ}. [ალ-მაიდა: 101].
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მუჰამმადის (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი მას შემდეგ, რაც იგი ჩამოვიდა მედინაში, არასოდეს გამძღარა ხორბლის პურით სამი ღამე ზედიზედ, — სანამ არ გარდაიცვალა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჩემი უმმათის ყველა წევრი იქნება კეთილდღეობაში, გარდა იმათი, ვინც აშკარად სცოდავს. აშკარა ცოდვად მიიჩნევა ის, რომ ადამიანი ღამით ჩადის რაიმე [ცოდვას] და ალლაჰი ფარავს თავის მორჩილს, ხოლო ის დილით [თავის თავს ამცირებს] და ამბობს: „ო, ასეთო და ისეთო! გუშინ ეს და ეს ჩავიდინე". ანუ ღამით მისი უფალი ფარავს მას, ხოლო დილით ის თვითონ ხდის საფარველს, რომლითაც ალლაჰმა [წინა ღამეს] დაფარა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ღამით გაწვდის თავის ხელს, რათა დღის დამნაშავემ მოინანიოს, და დღისით გაწვდის თავის ხელს, რათა ღამის დამნაშავემ მოინანიოს, სანამ მზე დასავლეთიდან ამოვა»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ყოვლადმოწყალე და უზენაესმა ალლაჰმა თქვა: "ჭეშმარიტად, მე მოვუმზადე ჩემს მართალ მონებს ის, რაც არ უნახავს არცერთ თვალს, არ გაუგონია არცერთ ყურს და რასაც ვერცერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენს".» აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: თუ გსურთ, წაიკითხეთ ეს აიათი: «და არცერთმა სულიერმა არ იცის, რა სიამეენია დაფარული მათ თვალთაგან იმის საზღაურად, რასაც აკეთებდნენ». (ას-საჯდა, 32:17)
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჩვენ ვიყავით შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როცა მოულოდნელად ძლიერი ხმა გაისმა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იკითხა: «იცით რა არის ეს?» ჩვენ ვუპასუხეთ: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვოდობა მას თქვა): «ეს არის ქვა, რომელიც ისროლეს ჯოჯოხეთის ცეცხლში სამოცდაათი წლის წინ: მთელი ეს დრო ის ცეცხლში ვარდებოდა, სანამ მის ფსკერს არ მიაღწია, და თქვენ გაიგონეთ ხმა, რომელიც მან გამოსცა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«შეხედეთ მათ, ვინც თქვენზე დაბლა დგას, და არ შეხედოთ მათ, ვინც თქვენზე მაღლა დგას, რადგან ეს უფრო მეტად დაგეხმარებათ ალლაჰის მადლიერებაში და იმაში, რომ არ დააკნინოთ ალლაჰის წყალობა, რომელიც თქვენ მოგანიჭათ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული