Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

12 of 841 cards

Clear filters
«სიკეთე: არის კარგი ზნეობა. ცოდვა არის ის, რაზეც შენი სული ორჭოფობს, რის გამოც დამძიმებულია და რასაც არ ისურვებდი, რომ ხალხმა გაიგოს».
სანდო (საჰიჰ) პირველი ჰადისი: გადმოცემულია მუსლიმის მიერ, და მეორე ჰადისი: გადმოცემულია აჰმადისა და ად-დაარიმის მიერ.
«ფრთხილად იყავით უმნიშვნელო ცოდვებისგან რადგან მათი მაგალითი ჰგავს ხალხს, რომლებმაც ბანაკი გააჩერეს ველის შუაგულში: ერთმა მოიტანა ერთი ტოტი, მეორემ – მეორე ტოტი, სანამ საკმარისი არ შეგროვდა, რომ ცეცხლი დაენთოთ და პური გამოეცხოთ. უეჭველად, როდესაც ადამიანს მცირე ცოდვების გამო ასამართლებენ, ისინი(ცოდვები) მას დაღუპავენ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
«სახნავ სათესს/ბაღა -ბაღჩებს ნუ მოამრავლებთ, ამქვეყნის მიმართ ლტოლვა მოგემატებათ».
ჰასან ლი-ღაირიჰ (კარგია სხვა გზებით) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
დავინახე ამმარ ბინ იასირი შემოვიდა მეჩეთში და ილოცა, მან მოკლედ ილოცა, თქვა: როცა მორჩა ლოცვას წამოვდექი და ვუთხარი: ო, აბუ ალ-იაყზან ძალიან სწრაფად ილოცე, მან თქვა: მისი საზღვრებიდან რომელიმეს დარღვევაში დამინახე? ვუთხარი: არა, თქვა: ჭეშმარიტად, მე ლოცვას დავუჩქარე სანამ ეშმაკი ყურადღებას გამიფანტავდა, გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, ადამიანი ილოცებს, მაგრამ მას მისი ლოცვიდან მხოლოდ მეათედი, მეცხრედი, მერვედი, მეშვიდედი, მეექვსედი, მეხუთედი, მეოთხედი, მესამედი ან ნახევარი ეწერება — მისი ყურადღებისა და გულმოდგინების მიხედვით».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აჰმადმა
მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ხსნა?“ მან მიუგო: «შეიკავე შენი ენა, დარჩი სახლში და იდარდე შენს ცოდვებზე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ნებისმიერი პიროვნება როცა ჩაიდენს ცოდვას, შემდეგ წამოდგება, აიღებს აბდესს და ილოცებს, და შემდეგ სთხოვს შენდობას ალლაჰს, ალლაჰი შეუნდობს მას», შემდეგ წაიკითხა ეს აიათი: {ხოლო ისინი, რომელთაც ჩაიდინეს სიბილწე (ცოდვა) ან ავნეს საკუთარ თავს, გაიხსენონ ალლაჰი და შესთხოვონ პატიება ცოდვებისათვის} [ალი იმრან: 135].
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ადამის ძეს არანაირი ჭურჭელი არ შეუვსია უფრო საზიანოდ, ვიდრე თავისი კუჭი. ადამის ძისთვის საკმარისია რამდენიმე ლუკმა, რათა ზურგი გამართული ჰქონდეს. ხოლო თუ მეტი ჭამა მოუნდება, მაშინ ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი წყლისთვის, და ერთი მესამედი სუნთქვისთვის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იმამ აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
"(ერთხელ) მე ვთხოვე: ო, ალლაჰის შუამავალო, მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა და აჰმადმა