عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Show remaining sources
Narrator
Show all narrators (66)
«ღმერთო, მე შენს წინაშე დავმორჩილდი, შენში ვირწმუნე, შენ მოგენდე, შენსკენ მოვემართე, შენთვის ვმტრობ. ღმერთო, მე თავშესაფარს ვეძებ შენს დიდებაში, არ არსებობს ღმერთი გარდა შენი, რომ არ ჩამაგდო გზააბნევაში, შენ ხარ მარად ცოცხალი, რომელიც არასდროს კვდება, ხოლო ჯინებიც და ადამიანებიც კვდებიან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული ჰადისი, ამ სიტყვებით გადმოსცემს მუსლიმი, და ალ-ბუხარი გადმოსცემს შემოკლებით.
«თქვენგან ყველაზე დაბალი ადგილი სამოთხეში ის არის, როცა ალლაჰი ეტყვის მას: ‘ისურვე!’ და ისიც ისურვებს, შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს მას: ‘ნუთუ ყველაფერი ისურვე?’ და ის უპასუხებს: 'დიახ', მაშინ ალლაჰი ეტყვის მას: შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ვკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკეთის და ცოდვის შესახებ და მითხრა: «სიკეთე – ეს არის კარგი ზნეობა, ცოდვა– ეს არის ის, რაც გულში ეჭვს იწვევს და რაც არ გსურს, რომ ხალხმა იხილოს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ნუ შეიძენთ ცოდნას იმისთვის, რომ ამაყობდეთ სწავლულების წინაშე, კამათობდეთ უგუნურებთან ან დაიკავოთ უპირატესობა შეკრებებზე. თუ ვინმე ასე მოიქცევა, ცეცხლი, ცეცხლი [იქნება მისი სამყოფელი]».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იბნ მააჯამ
«მონა ყველაზე ახლოს არის თავის უფალთან, როცა ის ასრულებს სუჯუდს, ამიტომ ამ დროს უფრო ხშირად მიმართეთ ვედრებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, ნებადართულიც ნათელია და აკრძალულიც ნათელია, ხოლო მათ შორის არის საეჭვო საკითხები, რომლის შესახებაც ბევრმა ადამიანმა არ იცის. ვინც ერიდება საეჭვოს, იცავს თავის რელიგიასა და ღირსებას, ხოლო ვინც ეწევა საეჭვოს, აუცილებლად ჩავარდება აკრძალულში, რადგან ის ჰგავს მწყემსს, რომელიც თავის ფარას დაცული ადგილის გარშემო აძოვებს, რომელიც შეიძლება იქ შევიდეს. ყოველი მბრძანებლისთვის არსებობს ასეთი წმინდა ადგილი, და ალლაჰის წმინდა ადგილია ის, რაც მან აუკრძალა ადამიანებს. ჭეშმარიტად, ადამიანის სხეულში არის ერთი ნაწილი, თუ ის კარგია, მთელი სხეული კარგია, ხოლო თუ გაფუჭებულია, მთელი სხეული გაფუჭებულია; და ეს ნაწილი გულია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჰეი, აბუ საიდ! ვინც ალლაჰს თავის ღმერთად, ისლამს – რელიგიად და მუჰამმადს წინასწარმეტყველად მიიღებს, მისთვის სამოთხე სავალდებულო გახდება», აბუ საიდს ეს სიტყვები ძალიან გაუკვირდა და თქვა: "გამიმეორე, ო, ალლაჰის მოციქულო, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაუმეორა, შემდეგ კი დაამატა: «გარდა ამისა, კიდევ ერთი საქმეა, რომლის წყალობით მონას სამოთხეში ასი ხარისხით აამაღლებენ, ხოლო ყოველი ორ ხარისხს შორის ისეთივე მანძილია, როგორც ცასა და მიწას შორის», აბუ საიდმა ჰკითხა: "რა არის ეს საქმე, ო, ალლაჰის მოციქულო? ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ჯიჰადი ალლაჰის გზაზე, ჯიჰადი ალლაჰის გზაზე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«შემფიცეთ, რომ არდაუდგენთ ალლაჰს არავის თანაზიარად, არ მოიპარავთ, არ იმრუშებთ, არ მოკლავთ თქვენს შვილებს, არ მოხვალთ ცილისწამებით, რომელსაც თვითონვე იგონებთ თქვენს ხელებსა და ფეხებს შორის, და არ ეურჩათ შარიათით სწორად მიჩნეულ საქმეებში . ვინც ამას დაიცავს, მისი საზღაური ალლაჰთანაა, ხოლო ვინც ამ დანაშაულთაგან რომელიმეს ჩაიდენს და ამქვეყნად დაისჯება, ეს იქნება მისი გამოსყიდვა. ხოლო ვინც ამას ჩაიდენს და ალლაჰის მიერ დაიფარება, მაშინ მისი საქმე ალლაჰთანაა – თუ ალლაჰი ისურვებს, აპატიებს, და თუ არა, დასჯის». მაშინ ჩვენ დავუდეთ ფიცი მას ამაზე.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული