Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

110 of 841 cards

Clear filters
«ვინც გულწრფელად ითხოვს ალლაჰისგან შაჰიდობას, ალლაჰი მას მიანიჭებს შაჰიდის ხარისხს, თუნდაც ის თავის საწოლში გარდაიცვალოს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, თქვას: ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ /ო ალლაჰ, შენს სიკეთეს გთხოვ"».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ერიდეთ შვიდ დამღუპველ ცოდვას». ჰკითხეს: ო, ალლაჰის მოციქულო, და რომელია ისინი? მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, ჯადოქრობა, იმ სულის მოკვლა, რომლის სიცოცხლეც ალლაჰმა აკრძალა, გარდა იმისა, რაც ეხება სამართლის აღდგენას (შარიათით), მევახშეობა (რიბა), ობლის ქონების მიტაცება, ბრძოლის ველიდან გაქცევა და პატიოსანი, უდანაშაულო მორწმუნე ქალებზე მრუშობის დაბრალება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«(როცა სამოთხის ბინადრები სამოთხეში შევლენ), განმცხადებელი გამოაცხადებს: "ჭეშმარიტად, თქვენ იცხოვრებთ სამუდამოდ და აღარ მოკვდებით, და ჭეშმარიტად თქვენ იქნებით ჯანმრთელები და აღარ დაავადდებით, ჭეშმარიტად, თქვენ იქნებით ახალგაზრდები და აღარ დაბერდებით, და ჭეშმარიტად, ისიამოვნებთ და აღარ შეგაწუხებთ რაიმე უბედურება!" ესაა ყოვლისშემძლე ალლაჰის სიტყვების მნიშვნელობა: და ითქმება: «აჰა, ეს არის სამოთხე, რომელიც მემკვიდრეობად გებოძათ იმის გამო, რასაც აკეთებდით». (სურა ალ-არაფ, აიათი 43)».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ არსებობს გადამდები დაავადება თავისთავად, არ არსებობს ცრურწმენა, არ არსებობს ჰამა და არ არსებობს საფარი. ხოლო კეთროვანს მოერიდე ისე, როგორც ლომს ერიდები».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«წარმატებულია ის, ვინც ისლამი მიიღო, მიიღო საკმარისი სარჩო და ალლაჰმა დააკმაყოფილა იმით, რაც მას მისცა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«კარგი მეგობარი და ცუდი მეგობარი ჰგავს მუსქუსის გამყიდველს და მჭედელს, მუსქუსის გამყიდველი: ან გაჩუქებს რაღაცას, ან მისგან იყიდი, ან უბრალოდ კარგი სურნელი მოგეწონება. მჭედელი კი: ან სამოსს დაგიწვავს, ან ცუდ სუნს იგრძნობ მისგან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, დიდებულ და უზენაეს ალლაჰს არ სძინავს, და არ შეშვენის მას ძილი. ის ამცირებს სასწორს და ამაღლებს მას. ღამის საქმე მასთან ამაღლდება დღის საქმეზე წინ, და დღის საქმე — ღამის საქმეზე წინ. მისი ფარდა არის სინათლე (ხოლო სხვა გადმოცემაში: ცეცხლი). და რომ მოეხსნა ეს ფარდა, მისი სახის ბრწყინვალება დაწვავდა ყველაფერს, სადამდეც მისი მზერა მისწვდებოდა მის ქმნილებათაგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა