Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

3 of 841 cards

Clear filters
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სასაფლაოს ჩაუარა და თქვა: «ჭეშმარიტად, ორივე მათგანი ისჯება, და არ ისჯებიან დიდი ცოდვების გამო. ერთი მათგანი შარდს არ უფრთხილდებოდა (არ სუფთავდებოდა), ხოლო მეორე ჭორებს ავრცელებდა, შემდეგ აიღო პალმის ნედლი ფოთოლი და ორად გაყო და ჩაარჭო ყოველ სასაფლაოზე თითო, მას ჰკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რატომ გააკეთე ეს? მან თქვა: «იმედია, ამის გახმობამდე ცოტა შეუმსუბუქდებათ (ტანჯვა)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
რომ, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სირთულის ჟამს ამბობდა: «ლა ილაჰა ილლა ალლაჰ ალ'აზიმ ალ'ჰალიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბუ ალ'არში ალ'აზიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბბუ ას'სამავაათი ვა რაბბულ არდი ვა რაბულ 'არშილ ქარიიმ'». (არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა დიდებულისა, შემწყნარებლისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, დიდებული 'არშის (ტახტის) ღმერთისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ცათა ღმერთისა, მიწის ღმერთისა და დიადი 'არშის (ტახტის) ღმერთისა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ღმერთო, მე შენს წინაშე დავმორჩილდი, შენში ვირწმუნე, შენ მოგენდე, შენსკენ მოვემართე, შენთვის ვმტრობ. ღმერთო, მე თავშესაფარს ვეძებ შენს დიდებაში, არ არსებობს ღმერთი გარდა შენი, რომ არ ჩამაგდო გზააბნევაში, შენ ხარ მარად ცოცხალი, რომელიც არასდროს კვდება, ხოლო ჯინებიც და ადამიანებიც კვდებიან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული ჰადისი, ამ სიტყვებით გადმოსცემს მუსლიმი, და ალ-ბუხარი გადმოსცემს შემოკლებით.