Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

67 of 841 cards

Clear filters
ოთხი თვისებაა, რომელიმე ადამიანში თუ იქნება მუნააფიყად ჩაითვლება; თუ მხოლოდ ერთი თვისებაა, მასში იქნება მუნააფიყობის ერთი თვისება, სანამ მას არ დატოვებს: როცა ის ლაპარაკობს იტყუება, როცა ჰპირდება არღვევს, როცა დავობს უსამართლოდ იქცევა, ხოლო როცა შეთანხმებას დებს ღალატობს.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
ერთ დღეს ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარზე დაჯდა, ჩვენ კი მის გარშემო დავჯექით. მან თქვა: «მე იმისი მეშინია, რაც ჩემ შემდეგ თქვენთვის ამქვეყნიური სიკეთეები და მის სამშვენისები გაიხსნება» მაშინ ერთმა კაცმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის შუამავალო! ნუთუ სიკეთე შეიძლება ბოროტებას მოიტანდეს?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დუმილი შეინარჩუნა. იქ მყოფებმა კაცს უთხრეს: "რა მოგივიდა? მოციქულს ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ესაუბრები და ის არ გპასუხობს?“ ჩვენ დავინახეთ, რომ მასზე გამოცხადება მოდიოდა. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოფლი მოიწმინდა და თქვა: «სად არის ის, ვინც მკითხა?» თითქოს ის კმაყოფილი ჩანდა მისი შეკითხვით. შემდეგ თქვა: «სიკეთე არ მოიტანს ბოროტებას, გაზაფხულის მცენარეები ზოგჯერ კლავს ან ავადმყოფობას იწვევს, გარდა იმ საქონლისა, რომელიც ჭამს ზომიერად. ის იმდენს ჭამს, სანამ მისი მუცელი არ აივსება, შემდეგ მზისკენ მიიწევს, გამოყოფს ექსკრემენტებსა და შარდს და კვლავ ძოვს, ამ ქვეყნის ქონება კი მწვანე და ტკბილია, რამდენად კარგი მეგობარია მუსლიმისთვის, თუ იგი მისგან გასცემს მშიერებს, ობლებსა და მოგზაურებს, მაგრამ ვინც მას არასწორად აიღებს, ის ჰგავს იმას, ვინც ჭამს და არასდროს ძღება. ეს ქონება მის წინააღმდეგ მოწმე იქნება განკითხვის დღეს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როდესაც რომელიმე თქვენგანი იძინებს, ეშმაკი თქვენგანის ერთ ერთის თავის კეფაში სამ კვანძს ადებს. ყოველ კვანძზე დაარტყამს და ამბობს: "ღამე გრძელი გაქვს, იძინე მშვიდად". მაგრამ თუ ადამიანი გაიღვიძებს და ალლაჰს გაიხსენებს, ერთი კვანძი იხსნება; თუ განბანვას განახორციელებს, მეორე კვანძიც იხსნება; და თუ ლოცვას შეასრულებს, მესამე კვანძიც იხსნება. ამგვარად, ის დილას ხალისიანი და კარგი განწყობით იწყებს, ხოლო თუ ასე არ მოიქცევა, ცუდ ხასიათზე და ზარმაცი ადგება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
" ეშმაკი მოდის ერთ-ერთ თქვენგანთან და ეუბნება: ვინ შექმნა ეს? ვინ შექმნა ის? ბოლოს კი იტყვის: ვინ შექმნა შენი უფალი? როცა ის ამ კითხვამდე მიაღწევს, დაე, ითხოვოს ალლაჰისგან თავშესაფარი(თქვას: ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ) და შეწყვიტოს მასზე ფიქრი".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ორი სიტყვა მსუბუქია ენისთვის, მძიმეა სასწორზე და საყვარელია მოწყალისთვის:სუბჰანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი, სუბჰანალლაჰილ 'აზიიმ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სასაფლაოს ჩაუარა და თქვა: «ჭეშმარიტად, ორივე მათგანი ისჯება, და არ ისჯებიან დიდი ცოდვების გამო. ერთი მათგანი შარდს არ უფრთხილდებოდა (არ სუფთავდებოდა), ხოლო მეორე ჭორებს ავრცელებდა, შემდეგ აიღო პალმის ნედლი ფოთოლი და ორად გაყო და ჩაარჭო ყოველ სასაფლაოზე თითო, მას ჰკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რატომ გააკეთე ეს? მან თქვა: «იმედია, ამის გახმობამდე ცოტა შეუმსუბუქდებათ (ტანჯვა)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ო, ქალებო! გაიღეთ მოწყალება (სადაყა), რადგან მე დამანახეს, რომ ჯოჯოხეთის მოსახლეთა უმეტესობა თქვენგან არიან, ქალებმა ჰკითხეს: "რის გამო, ო ალლაჰის მოციქულო?“ მან უპასუხა: «თქვენ ბევრს იწყევლებით და თქვენი ქმრების მადლიერები არ ხართ. მე არ მინახავს გონებისა და რელიგიის მხრივ ნაკლული არსება, რომელიც ჭკვიან და მტკიცე მამაკაცს ასე მოხიბლავდა, როგორც თქვენგან ერთ-ერთი» ქალებმა კვლავ ჰკითხეს: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ჩვენი რელიგიისა და გონების ნაკლულობა?" მოციქულმა უპასუხა: «განა ქალის მოწმობა მამაკაცის მოწმობის ნახევარს არ უდრის?» ქალებმა თქვეს: „დიახ.“ მან თქვა: «ეს არის მისი გონების ნაკლულობა. განა როდესაც ის მენსტრუაციაშია, ლოცვას და მარხვას არ ტოვებს?» ქალებმა უპასუხეს: „დიახ.“ მან თქვა: «ეს არის მისი რელიგიის ნაკლულობა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ორი წყალობაა, რომელსაც ადამიანები სათანადოდ არ აფასებენ: ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ