Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

22 of 841 cards

Clear filters
"ალლაჰმა მოიყვანა მაგალითი სწორი გზისა, რომლის ორივე მხარეს ორი კედელია. ამ კედლებში არის ღია კარები, და კარებზე ჩამოფარებულია ფარდები. გზის შესასვლელთან არის მომხმობი, რომელიც ამბობს: "ჰეი ხალხო, შედით ამ სწორ გზაზე ყველანი და ნუ გადაუხვევთ!" ასევე, გზის ზემოდან არის სხვა მომხმობი, რომელიც აფრთხილებს: "თუ ვინმე ცდილობს კარის გაღებას, მას ეუბნებიან: 'გაფრთხილდი, ნუ გახსნი ამ კარს, რადგან თუ გახსნი, მასში შეხვალ.' სწორი გზა არის ისლამი, ორი კედელი არის ალლაჰის საზღვრები, ხოლო ღია კარები არის ალლაჰის აკრძალვები. გზის თავზე მყოფი მომხმობი არის ალლაჰის წიგნი. მეორე მომხმობი, რომელიც გზის ზემოთაა: ალლაჰის გაფრთხილებაა ყველა მუსლიმის გულში".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ხშირად ამბობდა: «ო, გულთა გადამბრუნებელო, გაამყარე ჩემი გული შენს რელიგიაზე» მე ვუთხარი: "ო, ალლაჰის შუამავალო ჩვენ გიწამეთ და მივიღეთ ის, რითიც მოხვედი. მაინც გვეშინოდეს?" მან უპასუხა: «დიახ, რადგან გულები ალლაჰის თითებს შორისაა, და ის ატრიალებს მათ ისე, როგორც სურს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ო ალლაჰ, შენთან ვეძებ თავშესაფარს ვალის მძიმე ტვირთისგან, მტრებთან დამარცხებისგან და მათი სიხარულისგან ჩემი უბედურების გამო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ნასაიმ და აჰმადმა
ვთქვი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მასწავლე რამე, რისი თხოვნაც შემიძლია ალლაჰისგან, დიდებულისა და ღირსეულისგან. მან მითხრა: «თხოვე ალლაჰს კეთილდღეობა (ალ-'აფიია)». რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მივედი და ვუთხარი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მასწავლე რამე, რისი თხოვნაც შემიძლია ალლაჰისგან". მაშინ მან მითხრა: «ო, აბბას, ო, ალლაჰის მოციქულის ბიძაო, თხოვე ალლაჰს კეთილდღეობა ამქვეყნადაც და აახირეთშიც».
სანდო სხვა ჰადისით გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლაკონური და ყოვლისმომცველი ვედრება უყვარდა, სხვა ნაირ ვედრებას კი ერიდებოდა ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა
«მორწმუნე კაცსა და მორწმუნე ქალს არ შეუწყდებათ განსაცდელები, რომლებიც ეხება მათ თავად, მათ შვილებსა და ქონებას, ვიდრე ისინი ალლაჰს არ შეხვდებიან ყოველგვარი ცოდვის გარეშე».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა