Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

22 of 841 cards

Clear filters
«სიკეთე: არის კარგი ზნეობა. ცოდვა არის ის, რაზეც შენი სული ორჭოფობს, რის გამოც დამძიმებულია და რასაც არ ისურვებდი, რომ ხალხმა გაიგოს».
სანდო (საჰიჰ) პირველი ჰადისი: გადმოცემულია მუსლიმის მიერ, და მეორე ჰადისი: გადმოცემულია აჰმადისა და ად-დაარიმის მიერ.
«ფრთხილად იყავით უმნიშვნელო ცოდვებისგან რადგან მათი მაგალითი ჰგავს ხალხს, რომლებმაც ბანაკი გააჩერეს ველის შუაგულში: ერთმა მოიტანა ერთი ტოტი, მეორემ – მეორე ტოტი, სანამ საკმარისი არ შეგროვდა, რომ ცეცხლი დაენთოთ და პური გამოეცხოთ. უეჭველად, როდესაც ადამიანს მცირე ცოდვების გამო ასამართლებენ, ისინი(ცოდვები) მას დაღუპავენ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
«სახნავ სათესს/ბაღა -ბაღჩებს ნუ მოამრავლებთ, ამქვეყნის მიმართ ლტოლვა მოგემატებათ».
ჰასან ლი-ღაირიჰ (კარგია სხვა გზებით) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ვინც სამჯერ იტყვის: 'ბისმილლაჰ, რომლის სახელითაც არაფერი ზიანს არ მიაყენებს არც მიწაზე და არც ცაში, რადგან ის არის ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნე!' საღამოს, მას მოულოდნელი უბედურება არ შეემთხვევა დილამდე. ხოლო ვინც ამას სამჯერ უტყვის დილით, მას მოულოდნელი უბედურება არ შეემთხვევა საღამომდე». აბან იბნ უსმანს პარალიზი დაატყდა თავს, და ადამიანი, რომელმაც ეს ჰადისი მისგან მოისმინა, გაოცებით შეხედა მას. აბანმა უთხრა: "რატომ მიყურებ ასე? ვფიცავ ალლაჰს, მე არ მოვიტყუე უსმანზე, და უსმანმა არ მოიტყუა მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მაგრამ იმ დღეს, როდესაც ეს უბედურება შემემთხვა, მე გაბრაზებული ვიყავი და ეს ვედრება დამავიწყდა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«რომელმა მუსლიმმაც არ უნდა მიმართოს ალლაჰს თხოვნით, რომელშიც არ არის ცოდვა და რომელიც არ არღვევს ნათესაურ კავშირებს, ალლაჰი მას აუცილებლად სამიდან ერთ-ერთს უბოძებს: ან მას ამქვეყნად მიანიჭებს იმას, რასაც ის ითხოვს, ან მას ახირეთისთვის შეუნახავს, რათა იქ დააჯილდოვოს ამის სანაცვლოდ, ან მოაცილებს მისგან იგივეს ტოლფას ბოროტებას». საჰაბებმა ჰკითხეს: "მაშინ ჩვენ უფრო მეტს შევევედრებით ალლაჰს!" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ალლაჰთან [ამასთან შედარებით] კიდევ უფრო მეტი არის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
დავინახე ამმარ ბინ იასირი შემოვიდა მეჩეთში და ილოცა, მან მოკლედ ილოცა, თქვა: როცა მორჩა ლოცვას წამოვდექი და ვუთხარი: ო, აბუ ალ-იაყზან ძალიან სწრაფად ილოცე, მან თქვა: მისი საზღვრებიდან რომელიმეს დარღვევაში დამინახე? ვუთხარი: არა, თქვა: ჭეშმარიტად, მე ლოცვას დავუჩქარე სანამ ეშმაკი ყურადღებას გამიფანტავდა, გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, ადამიანი ილოცებს, მაგრამ მას მისი ლოცვიდან მხოლოდ მეათედი, მეცხრედი, მერვედი, მეშვიდედი, მეექვსედი, მეხუთედი, მეოთხედი, მესამედი ან ნახევარი ეწერება — მისი ყურადღებისა და გულმოდგინების მიხედვით».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აჰმადმა
მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ხსნა?“ მან მიუგო: «შეიკავე შენი ენა, დარჩი სახლში და იდარდე შენს ცოდვებზე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ნებისმიერი პიროვნება როცა ჩაიდენს ცოდვას, შემდეგ წამოდგება, აიღებს აბდესს და ილოცებს, და შემდეგ სთხოვს შენდობას ალლაჰს, ალლაჰი შეუნდობს მას», შემდეგ წაიკითხა ეს აიათი: {ხოლო ისინი, რომელთაც ჩაიდინეს სიბილწე (ცოდვა) ან ავნეს საკუთარ თავს, გაიხსენონ ალლაჰი და შესთხოვონ პატიება ცოდვებისათვის} [ალი იმრან: 135].
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში, იბნ მააჯამ და აჰმადმა