عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Show remaining sources
Narrator
Show all narrators (13)
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არასდროს ტოვებდა ამ ვედრებას, არც დილით და არც საღამოს:
«ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან კეთილდღეობას ამქვეყნად და მარადიულ ცხოვრებაში. ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან შენდობას და კეთილდღეობას ჩემს რელიგიაში, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ოჯახსა და ქონებაში. ო, ალლაჰ, დაფარე ჩემი ნაკლოვანებები — ან: დაფარე ყველა ჩემი ნაკლოვანება — და დამიფარე შიშებისგან. ო, ალლაჰ, დამიცავი (ან დამიფარე) წინიდან, უკნიდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან და ზემოდან, და მე შენს დიდებულებას შევეფარები, რომ არ დავზიანდე ქვემოდან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-ნასაიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«როდესაც მე ავმაღლდი მი'რაჯში, გავიარე ხალხთან, რომლებიც იხოკავდნენ თავიანთ სახეებსა და გულებს რკინის ბრჭყალებით, მე ვკითხე: ვინ არიან ეს ხალხი, ო, ჯიბრიილ? მან მითხრა: ეს ისინი არიან, ვინც სხვა ადამიანების ხორცს ჭამენ და მათ ღირსებას შეურაცხყოფენ».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა
«ვინც იტყვის: კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ღმერთით, ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით, მისთვის სავალდებულო გახდება სამოთხე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა
რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დილაობით ამბობდა: «ო ალლაჰ, შენი წყალობით ვიწყებთ დილას, შენი წყალობით ვაღწევთ საღამოს, შენი წყალობით ვცოცხლობთ და შენი წყალობით ვკვდებით, და შენსკენაა აღდგომა» საღამოს კი ამბობდა: «შენი წყალობით ვაღწევთ საღამოს, შენი წყალობით ვიწყებთ დილას, შენი წყალობით ვცოცხლობთ და შენი წყალობით ვკვდებით, და შენსკენაა აღდგომა» ასევე, სხვა შემთხვევებში ამბობდა: «და შენსკენაა დაბრუნება».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ "ალ-ქუბრაში" და იბნ მააჯამ
«დუა (ვედრება), რომელიც წარმოთქმულია აზანსა და იყამას შორის, არ არის უარყოფილი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და ალ-ნასაიმ
«ვინც საკვების მიღების შემდეგ იტყვის: "ყოველი დიდება ალლაჰს, რომელმაც მაჭამა ეს საკვები და მანვე მაჩუქა იგი, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მქონდა ამის არც უნარი და არც ძალა (ალჰამდულილლაჰი ლაზიი ატ'ამანაა ჰაზაა ვა რაზაყანიიჰი მინ ღაირი ჰავლი მინნიი ვა ლაა ყუვვათინ), მას ეპატიება მის წარსული ცოდვები».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«რომელიმე საზოგადოება თუ შეიკრიბება სადმე და ამ შეკრების ადგილას არც ალლაჰს ახსენებენ და არც მათ შუამავალს დალოცავენ, ეს იქნება მათთვის სინანული, თუ ინებებს ალლაჰი დასჯის და თუ ინებებს აპატიებს მათ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ და ან-ნასააიმ "ალ-ქუბრა-ში".
«ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლაკონური და ყოვლისმომცველი ვედრება უყვარდა, სხვა ნაირ ვედრებას კი ერიდებოდა ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა