Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

50 of 841 cards

Clear filters
«როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ავადმყოფთან მიდიოდა, მისთვის დუას აღავლენდა და ამბობდა: «მოაშორე ეს ტანჯვა, ადამიანთა მეუფეო! განკურნე, რადგან შენ ხარ ერთადერთი მკურნალი. არ არსებობს განკურნება შენს გარდა – განკურნე ისეთი განკურნებით, რომელიც არ დატოვებს არცერთ სენს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როდესაც დაამთქნარებს რომელიმე თქვენგანი, პირზე მიიფაროს ხელი, რადგანაც ამ დროს ეშმაკი შედის მასში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნამოზე უარს არ ამბობდა.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღვთისმსახურებისთვის განმარტოვდა მეჩეთში, და მოისმინა იქ მყოფები ხმამაღლა კითხულობდნენ, მან ფარდა მოხსნა და თქვა: «ნუთუ ყველა თქვენგანი საკუთარ ღმერთს არ ევედრება, მაშ, ნუ შეაწუხებთ ერთმანეთს, და ნუ აამაღლებთ თქვენს ხმას ერთმანეთის ზემოთ ყურანის კითხვაში», ან თქვა: «ლოცვაში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა
«მუსლიმის უფლება მუსლიმზე ხუთია: სალამზე პასუხის გაცემა, ავადმყოფის მონახულება, დაკრძალვის პროცესიის გაყოლა, მიწვევის მიღება და დაცემინებულზე სიკეთის სურვილი (ალლაჰმა შეგიწყალოს)»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«კაცმა არ უნდა შეხედოს კაცის აურათს, და არც ქალმა უნდა შეხედოს ქალის აურათს. ასევე, კაცი არ უნდა დაწვეს კაცთან ერთად ერთი სამოსის ქვეშ, და არც ქალი უნდა დაწვეს ქალთან ერთად ერთი სამოსის(ან საბნის) ქვეშ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ჭეშმარიტად მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა ჩვენთან, და ჩვენ ვუთხარით: "ო, ალლაჰის მოციქულო, უკვე ვიცით, როგორ მოგესალმოთ, მაგრამ როგორ ვილოცოთ შენთვის?" მან თქვა: «თქვით: 'ო, ალლაჰ, დალოცე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც დალოცე იბრაჰიმისა და იბრაჰიმის ოჯახი. ნამდვილად, შენ ხარ ღირსეული და დიდებული. ო, ალლაჰ, აკურთხე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც აკურთხე იბრაჰიმი და იბრაჰიმის ოჯახი. ნამდვილად, შენ ხარ ღირსეული და დიდებული». /ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა სალლაითა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ, ალლაჰუმმა ბაარიქ 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა ბაარაქთა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ/.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არც აბრეშუმი და არც ოქროსფერი ქსოვილი(აბრეშუმი ოქროს უზორებით) არ ატაროთ, არც ოქროს და ვერცხლის ჭურჭლიდან დალიოთ და არც ასეთ ჭურჭელში ჭამოთ, რადგან ეს ყველაფერი ამ ცხოვრებაში მათთვისაა განკუთვნილი, ხოლო ჩვენთვის - საიქიო ცხოვრებაში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული