Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

73 of 841 cards

Clear filters
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პერიოდში იყო ერთი კაცი სახელად აბდულლაჰ, მას ზედმეტსახელად ვირს ეძახდნენ, ის ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცინებდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის ბევრჯერ გაროზგა დასალევის გამო, ერთ დღეს მოიყვანეს ის, ბრძანა მისი გაროზგვა და გაროზგეს, იქ მყოფთაგან ერთმა კაცმა თქვა: ო, ალლაჰ დაწყევლე ის, რა ხშირად მოჰყავთ? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ დაწყევლოთ ის, ვფიცავ ალლაჰს, ჭეშმარიტად, მას ალლაჰი და მისი შუამავალი უყვარს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
ვკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკეთის და ცოდვის შესახებ და მითხრა: «სიკეთე – ეს არის კარგი ზნეობა, ცოდვა– ეს არის ის, რაც გულში ეჭვს იწვევს და რაც არ გსურს, რომ ხალხმა იხილოს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მუსლიმი ის არის, ვისგანაც მუსლიმები დაცულნი არიან მისი ენისა და ხელისგან, ხოლო მუჰაჯირი ის არის, ვინც მიატოვებს იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად ალლაჰი დასჯის იმ ადამიანებს, ვინც სხვებს აწამებს და მათ ტანჯვას აყენებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭორიკანა არ შევა სამოთხეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჩემთან ქალი მოვიდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად და დახმარება მთხოვა. ჩემს სახლში მხოლოდ ერთი ფინიკი იყო, ამიტომ ის მივეცი. ქალმა ფინიკი თავის ორ შვილს გაუყო, შემდეგ კი ადგა და წავიდა, ამის შემდეგ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემოვიდა და მე ეს ამბავი მოვუყევი. მაშინ მან თქვა: «ვისაც ეს გოგონები ჰყავს და კარგად მოექცევა მათ, ისინი მისთვის ჯოჯოხეთისგან საფარი გახდებიან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«უფრთხილდით ეჭვს. ჭეშმარიტად ეჭვით საუბარი ყველაზე მატყუარა სიტყვებია, ერთმანეთის ნაკლი არ მოძებნოთ, ერთმანეთი არ დააბეზღოთ, ერთმანეთის არ შეგშურდეთ, ერთმანეთს ზურგი არ აქციოთ, ერთმანეთი არ შეიძულოთ, იყავით ალლაჰის მსახურნო, ძმები».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ ლაშქრობაში, მუჰაჯირთაგან ერთ-ერთმა დაარტყა ანსარს საჯდომზე დაარტყა, ანსარმა თქვა: შეეწიეთ ანსარს, მუჰაჯირმა თქვა: შეეწიეთ მუჰაჯირს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს გაიგო და იკითხა: «რა ხდება»? მას უთხრეს: ერთ-ერთმა მუჰაჯირმა ერთ-ერთ ანსარს საჯდომზე დაარტყა, და ანსარმა თქვა: შეეწიეთ ანსარს, მუჰაჯირმა კი თქვა: შეეწიეთ მუჰაჯირს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შეეშვით ამ ყველაფერს, უთუოდ ეს ამაზრზენი რამეა». ჯაბირმა თქვა: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩამოვიდა ანსარები ბევრნი იყვნენ, შემდეგ კი მუჰაჯირების რიცხვმა იმატა, აბდულლაჰ ბინ უბაიმ თქვა: ეს ყველაფერიც გააკეთეს, ვფიცავ ალლაჰს, როცა დავბრუნდებით მედინაში, დიდებულები გაყრიან იქიდან დამცირებულებს, უმარ ბინ ალ-ხატტაბმა თქვა: ო, ალლაჰის შუამავალო, ნება მომეცი კისერი წავაგდებინო ამ ორპირს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დაანებე თავი, რომ ადამიანებმა საუბარი არ დაიწყონ მუჰამმედი თავის მიმდევრებს ხოცავსო».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული