Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

73 of 841 cards

Clear filters
«ადამიანის სრულყოფილი ისლამის ნიშანთა შორის არის ის, რომ იგი ტოვებს იმას, რაც მას არ ეხება».
ან-ნავავიმ თქვა: «კარგი ჰადისია». გადმოსცა ათ-თირმიზიმ.
«ჭეშმარიტად ალლაჰმა შთამაგონა, რომ არ დაეყენინა ვინმეს თავი სხვაზე მაღლა და არ დაეჩაგრა სხვა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«შემწყალებლებს იწყალებს შემწყალებელი, შეიწყალეთ ისინი, ვინც დედამიწაზეა და შეგიწყალებთ ის, ვინც ზეცაშია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ალლაჰმა შეიწყალოს ის კაცი, ვინც ლმობიერია, როდესაც ყიდის, როდესაც ყიდულობს და როდესაც ვალს მოითხოვს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალ-აშაჯ აბდ ალ-ყაისს უთხრა: «შენში არის ორი თვისება, რომლებიც ალლაჰს უყვარს: მოთმინება და სიმშვიდე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ერთხელ ერთი კაცი მივიდა მოციქულთან (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) და უთხრა: "ჩემი სატრანსპორტო პირუტყვი მოკვდა და, მომეცი (სხვა ცხოველი)". მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) უთხრა: «მე არა მყავს» შემდეგ (ერთმა) კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო, მე მივუთითებ მას იმაზე, ვისაც შეუძლია მისცეს მას (ცხოველი)", და მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «ის, ვინც მიუთითებს კეთილ საქმეზე, მიიღებს იმავე ჯილდოს, როგორსაც ის, ვინც ამას აკეთებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, ალლაჰისთვის ყველაზე საძულველი ადამიანები არიან ისინი, ვინც მუდმივად დავობენ და კამათობენ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ეშმარიტად მაწყევარები არ იქნებიან მოწმეები და არც შუამდგომლები განკითხვის დღეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა