Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

17 of 841 cards

Clear filters
«ძლიერი ის კი არ არის, ვინც ბევრს ამარცხებს; ჭეშმარიტად, ძლიერი ის არის, ვინც საკუთარი თავის კონტროლს ახერხებს სიბრაზის დროს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ შეგშურდეთ ერთმანეთის, ნუ გაზრდით ფასს ეშმაკობით (სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით), ნუ შეიძულებთ და ნუ აქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ განახორციელებთ ვაჭრობას სხვის მიერ უკვე შეთანხმებულ ვაჭრობაზე. ალლაჰის მონებო, იყავით ძმები, მუსლიმი – მუსლიმის ძმაა, მას უსამართლოდ არ მოექცევა, არ დაამცირებს, არ მოატყუებს და არ შეურაცხყოფს. ღვთისმოშიშება აი აქაა», – და სამჯერ მიუთითა გულზე, «ადამიანისთვის საკმარისია ბოროტებად იგიც, რომ თავისი მუსლიმი ძმა დაამციროს. ყოველი მუსლიმის(ყოველი რამ) მუსლიმისთვის აკრძალულია: მისი სისხლი, ქონება და ღირსება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ადამიანის სრულყოფილი ისლამის ნიშანთა შორის არის ის, რომ იგი ტოვებს იმას, რაც მას არ ეხება».
ან-ნავავიმ თქვა: «კარგი ჰადისია». გადმოსცა ათ-თირმიზიმ.
«ერიდეთ შვიდ დამღუპველ ცოდვას». ჰკითხეს: ო, ალლაჰის მოციქულო, და რომელია ისინი? მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, ჯადოქრობა, იმ სულის მოკვლა, რომლის სიცოცხლეც ალლაჰმა აკრძალა, გარდა იმისა, რაც ეხება სამართლის აღდგენას (შარიათით), მევახშეობა (რიბა), ობლის ქონების მიტაცება, ბრძოლის ველიდან გაქცევა და პატიოსანი, უდანაშაულო მორწმუნე ქალებზე მრუშობის დაბრალება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, თქვას კარგი სიტყვა ან გაჩუმდეს, ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, პატივი სცეს მეზობელს, ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, პატივი სცემს მის სტუმარს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთმა კაცმა უთხრა მოციქულს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "მომეცი დარიგება". მან უპასუხა: «არ გაბრაზდე». კაცმა რამდენჯერმე გაიმეორა თავისი თხოვნა, [მაგრამ ყოველ ჯერზე მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პასუხობდა] «არ გაბრაზდე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«არ გინდათ გამცნოთ თქვენს შორის საუკეთესოზე და თქვენს შორის ყველაზე უკეთურზე?», თქვა: გაჩუმდნენ, მოციქულმა ეს სამჯერ გაიმეორა, შემდეგ ერთმა კაცმა თქვა: დიახ, ო ალლაჰის შუამავალო, გვითხარი, ვინ არის ჩვენს შორის ყველაზე საუკეთესო და ყველაზე უკეთური, მან თქვა: «თქვენს შორის საუკეთესოა ის, ვისგანაც მოელიან სიკეთეს და თავს დაცულად გრძნობენ მისი ბოროტებისგან, თქვენს შორის ყველაზე უკეთური არის ის, ვისგანაც არ მოელიან სიკეთეს და თავს დაცულად არ გრძნობენ მისი ბოროტებისგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«უფრთხილდით ეჭვს. ჭეშმარიტად ეჭვით საუბარი ყველაზე მატყუარა სიტყვებია, ერთმანეთის ნაკლი არ მოძებნოთ, ერთმანეთი არ დააბეზღოთ, ერთმანეთის არ შეგშურდეთ, ერთმანეთს ზურგი არ აქციოთ, ერთმანეთი არ შეიძულოთ, იყავით ალლაჰის მსახურნო, ძმები».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული