Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

12 of 841 cards

Clear filters
«არ გაემგზავროს ქალი ორდღიან გზაზე, თუ მასთან ერთად არ არის ქმარი ან მაჰრამი; არ არის ნებადართული მარხვა ორ დღეს: ფიტრის და ყურბანის; არ არის ლოცვა დილის (ფაჯრ) ლოცვის შემდეგ, ვიდრე მზე არ ამოვა, და არც ნაშუადღევის (ასრი) ლოცვის შემდეგ, ვიდრე მზე არ ჩავა; და არ არის მოგზაურობა, გარდა სამი მეჩეთისკენ: ალ-ჰარამის მეჩეთი, ალ-აქსას მეჩეთი და ეს ჩემი მეჩეთი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართა ანსარებიდან ქალს მისი სახელით, რომელზეც იბნ აბბასმა თქვა: დამავიწყდა მისი სახელი: «რამ შეგიშალა ხელი, რომ შეასრულო ჰაჯობა ჩვენთან ერთად?» ქალმა უპასუხა: "ჩვენ მხოლოდ ორი აქლემი გვყავდა და ამათგან ერთით ჰაჯობა შეასრულა ბავშვის მამამ და მისმა ვაჟმა, ხოლო მეორე აქლემი ჩვენ დაგვიტოვა, რომლითაც წყალს ვეზიდებოდით". უთხრა: «როცა რამადანი დადგება, შეასრულე უმრა, რადგან უმრა მასში ჰაჯობის ტოლია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ არსებობს დღეები, რომელშიც გაკეთებული კარგი საქმე უფრო მეტად საყვარელი იყოს ალლაჰისთვის, ვიდრე ამ დღეებში», იგულისხმება ზულ-ჰიჯჯას ათი დღე, ჰკითხეს ო, ალლაჰის შუამავალო, არც ჯიჰადი ალლაჰის გზაზე? მან თქვა: «არც ჯიჰადი ალლაჰის გზაზე, გარდა იმ კაცისა, რომელიც საკუთარი სულით და ქონებით გავა ალლაჰის გზაზე და ორივეს დაკარგავს იქ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და აბუ დაუდმა, აქ მოცემულია აბუ დაუდის ვერსია.
"ო, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰის გზაზე ბრძოლას ვხედავთ საუკეთესო ქმედებად, ნუთუ არ ვიბრძოლებთ ალლაჰის გზაზე? უპასუხა: «არა, [თქვენთვის] საუკეთესო ჯიჰადი სრულყოფილი ჰაჯობაა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) "თალბია" (უმრის ან ჰაჯობის წინ წარმოსათქმელი ვედრება) შემდეგნაირი იყო: «ღმერთო მე შენს წინაშე ვარ, შენს წინაშე ვარ, ღმერთო შენს წინაშე ვარ და არ გყავს შენ მოზიარე, ჭეშმარიტად, ქება-დიდება და წყალობა შენ გეკუთვნის, მეუფება შენ გეკუთვნის და არ გყავს შენ მოზიარე» / ლაბაიქა ლლაჰუმმა ლაბაიქ, ლაბაიქა ლაა შარიიქა ლაქა ლაბბაიქ, ინნალ ჰამდა ვა ნნი'მათა ლაქა ვალ მულქ, ლაა შარიიქა ლაქ /, თქვა: აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ამ სიტყვებს ამატებდა: შენს წინაშე ვარ, შენს წინაშე ვარ, მზად ვარ გემსახურო, ყველა სიკეთე შენს ხელთაა, შენ წინაშე ვარ, შენსკენაა ყველა სწრაფვა და მოქმედება /ლაბბაიქა, ლაბბაიქა, ვა სა'დაიქა, ვალხაირუ ბიადაიქა, ლაბბაიქა ვარრაღბააუ ილაიქა ვალ 'ამალუ/»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«რომელიმე თქვენგანი თუ გადაწყვეტს მსხვერპლის შეწირვას ზუ ალ-ჰიჯჯას მთვარის გამოჩენიდან, მან თმები და ფრჩხილები არ შეიჭრას, სანამ არ დაკლავს შესაწირს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ის მოვიდა შავ ქვასთან (ალ-ჰაჯარ ალ-ასვადთან) აკოცა მას და შემდეგ თქვა: მეც ვიცი, რომ შენ მხოლოდ ქვა ხარ, არც სარგებელი მოგაქვს და არც ზიანი, მაგრამ რადგან ვნახე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გკოცნიდა, ამიტომ მეც გკოცნი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული