Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

27 of 841 cards

Clear filters
«თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხულოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან დაცვის მსგავსად] დაცვა»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც ალლაჰის გზაზე ერთი დღე იმარხულებს, ალლაჰი მის სახეს ჯოჯოხეთისგან სამოცდაათი წლის (ხარიფ) მანძილით დააშორებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«შემ მარხულობ მთელი წლის განმავლობაში და ლოცულობ მთელი ღამე?», ვუთხარი: დიახ, თქვა: «შენ თუ ასე მოიქცევი ეს შეაწუხებს თვალს და დაასუსტებს სულს, ვინც მარხულობს მთელი წელი მას არ აქვს მარხვა, სამი დღის მარხვა (თვეში) მთელი წლის მარხვის მსგავსია». მე ვუთხარი: მე ამაზე მეტი შემიძლია, თქვა: «მაშ, იმარხე როგორც დაუდი მარხულობდა (მშვიდობა მას), ის ერთი დღე მარხულობდა, ერთი დღე არ მარხულობდა, და თუ მტერს შეხვდებოდა უკან არ იხევდა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბოლო ათი დღის განმავლობაში (რამადანის) ისეთ გულმოდგინებას იჩენდა, როგორსაც სხვა დროს არ იჩენდა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«როდესაც იხილავთ ახალ მთვარეს, დაიწყეთ მარხვა, და როდესაც კვლავ იხილავთ მას, დაასრულეთ იგი. თუ კი ის ღრუბლების გამო დაიფარება თქვენგან, მაშინ შეავსეთ თვე ოცდაათი დღით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როცა მოვა რამადანი, გაიღება სამოთხის კარიბჭეები, დაიხურება ჯოჯოხეთის კარიბჭეები და სატანები შებოჭილნი იქნებიან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ადამიანები იქნებიან სიკეთეში მანამ, სამან დააჩქარებენ იფტარს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.