Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

27 of 841 cards

Clear filters
«ვინც იმარხა რამადანი რწმენით და საზღაურის იმედით, ეპატიება მას მის წინ ჩადენილი ყველა ცოდვა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ვკითხე: რატომ უნდა აანაზღაუროს მენსტრუაციულმა ქალმა რამადნის მარხვა, ხოლო ლოცვა არა? მან მიპასუხა: ჰარურიეთაგანი (ხავარიჯი) ხარ? ვუთხარი: არა, ჰარურიელი არ ვარ, უბრალოდ მაინტერესებს. მაშინ აიშამ ა(ლლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თქვა: ჩვენც გვემართებოდა ეს (მენსტრუაცია), და ჩვენ გვიბრძანებდნენ, რომ მარხვა აგვენაზღაურებინა, მაგრამ ლოცვის აღდგენა არ გვიბრძანებია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმდევართაგან ზოგიერთ საჰაბას ესიზმრა სიზმარი, რომ ყადირის ღამე რამადანის თვის ბოლო შვიდ დღეში იყო, და თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვხედავ, რომ თქვენი სიზმარი ემთხვევა ბოლო შვიდ ღამეს, მაშ, ვინც მას ეძებს - მოძებნოს ის ბოლო შვიდ ღამეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, სამოთხეში არის კარიბჭე, რომელსაც არ-რაიან ჰქვია. აღდგომის დღეს მასში შევლენ მარხულები, და არავინ შევა მასში მათ გარდა. გამოეცხადებათ: 'სად არიან მარხულები?' და ისინი წამოდგებიან. და არავინ შევა მასში მათ გარდა. როცა ისინი შევლენ, ის დაიკეტება და უკვე აღარავინ შევა მასში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთმა კაცმა ჰკითხა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ იმას, რაც აკრძალულია, და ამას აღარაფერს დავამატებ, შევალ სამოთხეში? უპასუხა: «დიახ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მარხული ადამიანი დავიწყებით თუ მიირთმევს ან დალევს, მან მარხვა გააგრძელოს, რადგან ჭეშმარიტად, მას ალლაჰმა აჭამა და დაალევინა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰმა თქვა: ყოველი საქმე ადამის შვილს ეკუთვნის, გარდა მარხვისა, რადგან მარხვა ჩემთვისაა და მე ვაჯილდოვებ მას, მარხვა ფარია, და როცა რომელიმე თქვენგანის მარხვის დღე დგება, ნუ ჩაიდენს უწმაწურს და ნუ იყვირებს, თუ ვინმე მას შეურაცხყობს ან ებრძვის, თქვას: 'მე მარხვაში ვარ.' ვფიცავ იმას, ვის ხელშიცაა მუჰამმადის სული, მარხულის პირიდან გამომავალი სუნი ალლაჰისთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მისქის სურნელი. მარხულისთვის არის ორი სიხარული: როცა(საღამოს) მარხვას რჩება და ჭამს — უხარია, და როცა შეხვდება თავის უფალს — გაიხარებს თავისი მარხვით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული