Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

25 of 841 cards

Clear filters
«ჩემმა ყველაზე საყვარელმა მეგობარმა (მოციქულმა) მირჩია სამი რამ: ყოველ თვეში სამდღიანი მარხვის დაცვა, დუჰა ლოცვის შესრულება და ძილის წინ ვითრის შესრულება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოგზაურობაში იყო და დაინახა ხალხის შეკრება და ერთი ადამიანი, რომლის თავზეც ჩრდილი გაუკეთეს. მან იკითხა: «ეს რა არის?» უთხრეს: «ის მარხვას იცავს». მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს არ მიეკუთვნება კეთილმსახურებას — მარხვა მოგზაურობაში». ხოლო სხვა გადმოცემაში, რომელსაც იმამ მუსლიმი გადმოსცემს, ასეა ნათქვამი: «მიიღეთ ის შვება ალლაჰისაგან, რომელიც მან თქვენთვის ნებადართული გახადა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როდესაც რამადანის ბოლო დეკადა დგებოდა, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღამეებს თაყვანისცემას უძღვნიდა, აღვიძებდა თავის ოჯახს [დამატებითი ლოცვებისთვის], კიდევ უფრო მეტად იღვწოდა თაყვანისცემაში და იკრავდა იზარს [გაურბოდა სიახლოვეს ცოლებთან]».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ჩვენ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად სუჰური მივირთვით, შემდეგ ის დილის ლოცვის სალოცავად წამოდგა, მე ვკითხე: რა დრო იყო სუჰურსა და აზანს შორის? თქვა: «ორმოცდაათი აიათის წაკითხვის დრო».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც გაათენებს ყადირის ღამეს რწმენით და საზღაურის იმედით, ეპატიება მას წარსული ცოდვები».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მიირთვით სუჰური, რადგან სუჰურში ბარაქაა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რამადანის თვეში ბოლო ათი დღე ღვთისმსახურებისთვის განმარტოვდებოდა მეჩეთში, გარდაცვალებამდე ასე იქცეოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი ცოლები იქცეოდნენ ასე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ყადირის ღამეს რამადანის თვის ბოლო ათი დღის კენტ ღამეებში ეძებდა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული