Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

16 of 841 cards

Clear filters
ორი კაცი მიყვებოდა, რომ ისინი მივიდნენ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი უკანასკნელი ჰაჯის დროს, როცა ის არიგებდა ზაქათს. მათ სთხოვეს მისგან წილი. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიხედა მათზე და შემდეგ დახარა თვალი, და როცა დაინახა, რომ ისინი ძლიერი და ჯანსაღი იყვნენ, უთხრა: «თუ გსურთ, მოგცემთ, მაგრამ ამ დახმარებაში წილი არ ეკუთვნის არც მდიდარს და არც იმ ძლიერს, ვინც საკუთარი შრომით შეძლებს სარჩოს მოპოვებას».
სანდო (საჰიჰ) ჰადისს გადმოსცემს აბუ დაუდი და ან-ნასააი
«ყოველდღე, როდესაც ალლაჰის მონები დილას იღვიძებენ, მათთან გარდაუვლად ჩამოდის ორი ანგელოზი. ერთი მათგანი ამბობს: ‘ო ალლაჰ, მიეცი კეთილი საზღაური მას, ვინც ხარჯავს [შენთვის]!’ ხოლო მეორე ამბობს: ‘ო ალლაჰ, გაუგზავნე დაღუპვა მას, ვინც ძუნწობს!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვადა მშვიდობა მას) მიმბარზე ყოფნისას ახსენა სადაყა, თავმდაბლობა და მოთხოვნა და თქვა: «ზედა ხელი უკეთესია ქვედა ხელზე, ზედა ხელი – ეს არის ის, ვინც გასცემს, ხოლო ქვედა ხელი – ის, ვინც ითხოვს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სავალდებულოდ დაადგინა ფიტრის მოწყალების გაცემა, ერთი სა' ოდენობის ფინიკი ან ერთი სა' ხორბალი, ყველა მუსლიმისთვის მონის თუ თავისუფალის, მამაკაცის თუ ქალისთვის, დიდის თუ პატარისთვის. და ბრძანა, რომ მისი გაცემა მოხდეს მანამ, სანამ ხალხი ფითრის დღესასწაულის ლოცვის სალოცავად წავა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენ შორის არ იქნება არცერთი, ვისთანაც მისი უფალი არ ისაუბრებს შუამავლის გარეშე. ადამიანი მარჯვნივ გაიხედავს და ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ მარცხნივ გაიხედავს და კვლავ ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ წინ გაიხედავს და მის წინ ვერაფერს დაინახავს, გარდა ცეცხლისა... ასე რომ, დაიცავით თავი ცეცხლისგან, თუნდაც ნახევარი ფინიკის გაღებით!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«დინარი, რომელიც დახარჯე ალლაჰის გზაზე, დინარი, რომელიც დახარჯე მონის გათავისუფლებაზე, დინარი, რომელიც გაიღე გლახაკისთვის, და დინარი, რომელიც დახარჯე შენს ოჯახზე – ყველაზე დიდი ჯილდო აქვს იმ დინარს, რომელიც შენს ოჯახზე დახარჯე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ალლაჰის შუამაალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პერიოდში ჩვენ გავცემდით ფიტრის მოწყალებას ყველას სახელზე დიდის თუ პატარას, თავისუფალის თუ მონის; ერთი სა' (დაახლ. 2-3 კგ) საკვები, ან ერთი სა' ხაჭო, ან ერთი სა' ხორბალი, ან ერთი სა' ფინიკი, ან ერთი სა' ქიშმიში, ჩვენ ასე გავცემდით (ფიტრის მოწყალებას), სანამ არ ჩამოვიდა მუავია იბნ აბი სუფიანი (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) ჰაჯობაზე ან უმრაზე და მინბარიდან მიმართა ხალხს, მათგან ერთ-ერთი რაზეც მან ხალხს ესაუბრა იყო ის, რომ მან თქვა: "მე ვფიქრობ, რომ შამის ხორბლის ორი მუდდი( ორი პეშვი) უდრის ფინიკის ერთ სა' -ს ", და ადამიანებმა ასე დაიწყეს ფიტრის მოწყალების გაცემა. აბუ სა'იდმა თქვა: მაგრამ მე კიდევ ისევ ისე გავცემ, როგორც გავცემდი მანამდე, და ასე გავაგრძელებ სანამ ვიცოცხლებ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული