Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

97 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (49)
«კაცის ლოცვა ჯამაათში აჭარბებს მის ლოცვას თავის სახლში ან ბაზარში ოცდასამზე მეტს. ეს იმიტომ, რომ როცა ადამიანი იღებს აბდესს და მას სრულყოფილად ასრულებს, შემდეგ მიდის მეჩეთში, მას არ ამოძრავებს სხვა რამ, გარდა ლოცვისა და ის არ ისურვებს სხვა არაფერს, გარდა ლოცვისა. თითოეულ ნაბიჯზე, რომელსაც გადადგამს, მისი საფეხური ამაღლდება(სამოთხეში) და მისი ცოდვა გაქრება, სანამ მეჩეთში შევა. ხოლო როცა მეჩეთში შევა, იგი ითვლება ლოცვაში იმ დროის განმავლობაში, სანამ ლოცვა მას აკავებს. ანგელოზები ლოცულობენ მისთვის, სანამ იმ ადგილას რჩება, სადაც ილოცა, და ამბობენ: "ღმერთო შეიწყალე იგი, ღმერთო აპატიე მას, ღმერთო მიუტევე მას", იმ პირობით, რომ არ შეაწუხოს ვინმე ან არ დაუშვას უწმინდურობა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ამბობდა: «სამი'ა ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ» (ალლაჰს ესმის იმის, ვინც მას ადიდებს), ჩვენგან არცერთი არ ხრიდა წელს, სანამ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შუბლს არ შეახებდა საჯდაზე, ამის შემდეგ ჩვენც წავიდოდით საჯდაზე.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ლოცვაში თაქბირს ამბობდა, მცირე ხნით ჩუმდებოდა, სანამ კითხვას დაიწყებდა. მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, მამაჩემი და დედაჩემი იყოს შენს სანაცვლოდ, რას ამბობ იმ დროს, თაქბირსა და კითხვას შორის რომ ჩუმდები?" მან უპასუხა: «ვამბობ: ო, ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთის აღმოსავლეთი და დასავლეთი; ო ალლაჰ, გამწმინდე ჩემი ცოდვებისგან, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან; ო, ალლაჰ განმბანე ჩემი ცოდვებისგან თოვლით, წყლით და სეტყვით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ო, ბილალ, მომიყევი საუკეთესო საქმეზე, რომელიც გააკეთე ისლამში, ჭეშმარიტად, მე გავიგონე შენი ფეხსაცმლის ხმა ჩემს წინ სამოთხეში», ბილალმა თქვა: მე არ გამიკეთებია ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, გარდა იმისა, როცა ავიღებ მცირე განბანვას დღისით თუ ღამით ნებისმიერ დროს, მე იმ განბანვით ვლოცულობ იმდენს, რამდენიც დაწერიალია ჩემზე, რომ ვილოცო».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«პარასკევის დღისთვის სრული განბანვა სავალდებულოა ყოველი სრულწლოვანისთვის, ასევე გამოიხეხოს კბილები (მისვაქით) და დაიტანოს სურნელოვანი ნივთიერება, თუ იპოვის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ნუთუ არ ეშინია თქვენგან იმას, ვინც იმამის წინ ასწევს თავის თავს, რომ ალლაჰმა მისი თავი ვირის თავად არ გადააქციოს ან მისი სახე ვირის სახეს არ დაამსგავსოს?!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენეს კაცი, რომელმაც მთელი ღამე იძინა, სანამ არ გაუთენდა, და მან თქვა: «ეს ის კაცია, რომელსაც ეშმაკმა ჩაუშარდა ყურებში», ან თქვა: «მის ყურში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჰეი თქვენ ადამიანნო, გაავრცელეთ სალამი, დააპურეთ მშიერები, შეინარჩუნეთ ნათესაური კავშირები და ილოცეთ ღამით, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული. ამით მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა