Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

74 of 841 cards

Clear filters
«როდესაც მუაზინის მოწოდებას მოისმენთ, გაიმეორეთ ის, რასაც ის ამბობს. შემდეგ დამლოცეთ მე, რადგან ვინც ერთხელ დამლოცავს, ალლაჰი მას ათჯერ დალოცავს. შემდეგ ალლაჰს სთხოვეთ ვისიილა ჩემთვის, რადგან ეს არის მდგომარეობა სამოთხეში, რომელიც მხოლოდ ალლაჰის ერთ მონას ეკუთვნის, და მე ვიმედოვნებ, რომ ეს მე ვიქნები. ვინც ალლაჰს ჩემთვის ვასიილას სთხოვს, ის მიიღებს (ჩემს) შუამდგომლობას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ წააგებს [ადამიანი, რომელიც] ყოველი სავალდებულო ლოცვის ბოლოს 33-ჯერ იტყვის 'სუბჰან ალლაჰ', 33-ჯერ — 'ალჰამდულილლაჰ' და 34-ჯერ — 'ალლაჰუ აქბარ'».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც გაათენებს ყადირის ღამეს რწმენით და საზღაურის იმედით, ეპატიება მას წარსული ცოდვები».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ლოცვა ჩემს ამ მეჩეთში უკეთესია, ვიდრე ათასი ლოცვა სხვა მეჩეთებში, გარდა აკრძალული მეჩეთისა [მექქაში]».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როცა საჯდას ასრულებ, დადე შენი ხელისგულები და ასწიე იდაყვები».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ჭეშმარიტად მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა ჩვენთან, და ჩვენ ვუთხარით: "ო, ალლაჰის მოციქულო, უკვე ვიცით, როგორ მოგესალმოთ, მაგრამ როგორ ვილოცოთ შენთვის?" მან თქვა: «თქვით: 'ო, ალლაჰ, დალოცე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც დალოცე იბრაჰიმისა და იბრაჰიმის ოჯახი. ნამდვილად, შენ ხარ ღირსეული და დიდებული. ო, ალლაჰ, აკურთხე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც აკურთხე იბრაჰიმი და იბრაჰიმის ოჯახი. ნამდვილად, შენ ხარ ღირსეული და დიდებული». /ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა სალლაითა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ, ალლაჰუმმა ბაარიქ 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა ბაარაქთა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ/.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«შვიდი ადამიანი, რომელთაც ალლაჰი დაჩრდილავს თავისი ჩრდილით იმ დღეს, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, გარდა მისი ჩრდილისა: სამართლიანი იმამი (მმართველი). ახალგაზრდა, რომელიც ალლაჰის თაყვანისცემაში გაიზარდა, კაცი, რომლის გული მიჯაჭვულია მეჩეთზე, ორი ადამიანი, რომლებმაც ალლაჰისთვის შეიყვარეს ერთმანეთი – შეიკრიბნენ ალლაჰის გულისთვის და დაშორდნენ ალლაჰის გულისთვის, კაცი, რომელსაც მაღალსტატუსიანი და მშვენიერი ქალი შეეცადა შეცდენას, მაგრამ მან უთხრა: "ჭეშმარიტად, მე ალლაჰის მეშინია", კაცი, რომელმაც გაიღო ქველმოქმედება და ისე დამალა, რომ მარცხენა ხელი ვერ გაიგებდა, რას გასცემდა მარჯვენა, კაცი, რომელმაც ალლაჰი გაიხსენა მარტოობაში და ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
როდესაც ჩვენ ვიჯექით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მეჩეთში, ერთი კაცი შემოვიდა აქლემით, გააჩერა ის მეჩეთში და მიაბა მასზე, შემდეგ ჰკითხა მათ: „რომელი ხართ მუჰამედი?“ მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალხს შორის ხელზე დაყრდნობილი იჯდა, და ჩვენ ვუპასუხეთ: "ეს არის თეთრსახიანი კაცი, რომელიც ხელზე დაყრდნობილი ნახევრად წამოწოლილია". კაცმა უთხრა მას: " შენ ხარ აბდულმუტტალიბის ძე?“. მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: „უკვე გიპასუხე!“. კაცმა უთხრა: "მე დაგისვამ კითხვებს და ცოტა მკაცრად მოვიქცევი, გთხოვ არ განაწყენდე". მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "მკითხე, რაც გსურს! კაცმა ჰკითხა: "გეკითხები შენი ღმერთისა და შენს წინამორბედთა ღმერთის სახელით, ღმერთმა გამოგგზავნა ხალხისთვის?“ მან უპასუხა: „ო, ღმერთო, დიახ!" კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ვილოცოთ ხუთი დროის ლოცვა დღეღამეში?“ მან უპასუხა: "ო, ღმერთო დიახ!" კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ვიმარხოთ ეს თვე წელიწადიდან?“ მან უპასუხა: "ო, ღმერთო, დიახ!“. კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ეს (სადაყა) შემოწირულობა ავიღოთ ჩვენი მდიდრებისგან და განაწილდეს ჩვენს ღარიბებზე?“ მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: "ო, ღმერთო, დიახ!" კაცმა თქვა: "მე ვირწმუნე იმის, რითაც მოხვედი, და მე ვარ წარმომადგენელი ჩემი ხალხისგან", და მან დაამატა: „მე ვარ დიმამ იბნ სა'ლაბა, სა'დ ბინ ბაქრის ტომის ძმა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული