عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (21)
«გაასწორეთ თქვენი მწკრივები, რადგან მწკრივის გასწორება ლოცვის სრულყოფილების ნაწილია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ერთხელ, ჩვენ ალლაჰის შუამავლთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მეჩეთში ვიყავით, როცა მოვიდა არაბი ბედუინი და მეჩეთში შარდვა დაიწყო, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებმა თქვეს: "გაჩერდი, შეწყვიტე!" ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა: «არ შეაწყვეტინოთ ხელი, დატოვეთ». მათ ის გააჩერეს, სანამ შარდვა დაასრულა. შემდეგ შუამავალმა ის თავისთან მოიხმო და უთხრა: «ამ მეჩეთებში ასეთი რამეები, როგორიცაა შარდვა და დაბინძურება, არ არის დასაშვები. ისინი მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მოხსენიებისთვის, ლოცვის შესრულებისთვის და ყურანის წაკითხვისთვისაა»,
შემდეგ მან ერთ კაცს უბრძანა, რომ მოეტანა ვედროთი წყალი, და იმ ადგილას გადაასხა.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
პარასკევ დღეს ერთი პიროვნება შემოვიდა მეჩეთში სასამართლოს მხარეს მდებარე კარებიდან, ამ დროს ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იდგა და ქადაგებდა, ეს პიროვნება გაუსწორდა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფეხზე მდგომი და შემდეგ თქვა: ო, ალლაჰის შუამავალო, განადგურდა ყველაფერი და გზები ჩაიკეტა, შეევედრე ალლაჰს გამოგვიგზავნოს წვიმა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწია მაღლა ხელები, შემდეგ კი თქვა: «ღმერთო ჩემო, დაგვეხმარე (წვიმით)! ღემრთო ჩემო დაგვეხმარე! ღმერთო ჩემო დაგვეხმარე!» ანასმა თქვა: ვფიცავ ალლაჰს, ცაზე არ მოჩამდა არცერთი ღრუბელი, ჩვენსა და სალ' მთას შორის არცერთი საცხოვრებელი და სახლი არ იყო, ანასმა თქვა: უეცრად მის უკან გამოჩნდა ფარივით აღმართული ღრუბელი, როდესაც ის ზეცაში ზენიტში ავიდა გაიფანტა და შემდეგ გაწვიმდა, ვფიცავ ალლაჰს, ერთი კვირის განმავლობაში მზე არ გვინახია, შემდეგ იმ კარიდან კაცი შემოვიდა პარასკევ დღეს, ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისევ იდგა და ქადაგებდა, ისევ მის გასწვრივ დადგა და თქვა: ო, ალლაჰის შუამავალო, განადგურდა ყველაფერი და ჩაიკეტა გზები, შეევედრე ალლაჰს შეწყვიტოს წვიმა, თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწია ხელები და თქვა: «ღმერთო ჩემო, ჩვენს ირგვლივ იწვიმოს ჩვენს, თავზე არა, ღმერთო ჩემო მაღლობებზე, დაბლობებზე, მდინარის გულებში და მცენარეთა ფესვებში იწვიმოს». ანასმა თქვა: შეწყდა წვიმა, როდესაც ლოცვას მოვრჩით და გამოვედით მზე იყო, შარიქმა თქვა: მე ანას იბნ მალიქს შევეკითხე: ის ისევ იგივე პიროვნება იყო? მან თქვა: ''არ ვიცი''.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც ლოცვას დაივიწყებს, უნდა შეასრულოს ის, როგორც კი გაიხსენებს, რადგან მას არ აქვს სხვა გამოსასყიდი, გარდა ამისა». {და ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად} [ტაჰა: 14]
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ლოცვის დროს თვალებს ზეცისკენ აღაპყრობენ?!» – თქვა მან მკაცრი ტონით, ხოლო შემდეგ დაამატა: «მათ უნდა შეწყვიტონ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უეჭველად დაკარგავენ ხედვას!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ვინც ილოცა ჩვენი ლოცვა, დადგა ჩვენი ყიბლას მიმართულებით და მიირთვა ჩვენი დაკლული, ის არის მუსლიმი, რომელიც იმყოფება ალლაჰის და შუამავლის მფარველობაში, ნუ დაართვევთ ალლაჰის გარანტიას მისი მფარველობის ქვეშ მყოფთან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
როდესაც ჩვენ ვიჯექით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მეჩეთში, ერთი კაცი შემოვიდა აქლემით, გააჩერა ის მეჩეთში და მიაბა მასზე, შემდეგ ჰკითხა მათ: „რომელი ხართ მუჰამედი?“ მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალხს შორის ხელზე დაყრდნობილი იჯდა, და ჩვენ ვუპასუხეთ: "ეს არის თეთრსახიანი კაცი, რომელიც ხელზე დაყრდნობილი ნახევრად წამოწოლილია". კაცმა უთხრა მას: " შენ ხარ აბდულმუტტალიბის ძე?“. მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: „უკვე გიპასუხე!“. კაცმა უთხრა: "მე დაგისვამ კითხვებს და ცოტა მკაცრად მოვიქცევი, გთხოვ არ განაწყენდე". მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "მკითხე, რაც გსურს! კაცმა ჰკითხა: "გეკითხები შენი ღმერთისა და შენს წინამორბედთა ღმერთის სახელით, ღმერთმა გამოგგზავნა ხალხისთვის?“ მან უპასუხა: „ო, ღმერთო, დიახ!" კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ვილოცოთ ხუთი დროის ლოცვა დღეღამეში?“ მან უპასუხა: "ო, ღმერთო დიახ!" კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ვიმარხოთ ეს თვე წელიწადიდან?“ მან უპასუხა: "ო, ღმერთო, დიახ!“. კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ეს (სადაყა) შემოწირულობა ავიღოთ ჩვენი მდიდრებისგან და განაწილდეს ჩვენს ღარიბებზე?“ მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: "ო, ღმერთო, დიახ!" კაცმა თქვა: "მე ვირწმუნე იმის, რითაც მოხვედი, და მე ვარ წარმომადგენელი ჩემი ხალხისგან", და მან დაამატა: „მე ვარ დიმამ იბნ სა'ლაბა, სა'დ ბინ ბაქრის ტომის ძმა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული