Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

55 of 841 cards

Clear filters
"მე მაქვს ქრონიკული სისხლდენა (ისთიჰადა), რომლისგანაც ვერ ვიწმინდები. უნდა შევწყვიტო თუ არა ლოცვა?" მან თქვა: «არა. ჭეშმარიტად, ეს სისხლდენა ვენიდან (სისხლძარღვიდან) არის. შეიკავე თავი ლოცვისგან იმდენი დღე, რამდენიც ჩვეულებრივ გქონდა მენსტრუაცია, შემდეგ აიღე ღუსლი (დიდი განბანვა) და განაგრძე ლოცვა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მე მივედი საფვან იბნ 'ასსალ ალ-მურადისთან და ვკითხე მას ტყავის წინდის ზემოდან მასჰზე (გაწმენდაზე). მან მითხრა: — რამ მოგიყვანა აქ, ო ზირრ? მე ვუპასუხე: — ცოდნის ძიებამ. მან თქვა: — ნამდვილად, ანგელოზები ფრთებს აფენენ ცოდნის მაძიებელის წინ, კმაყოფილნი იმით, რასაც ის ეძიებს. მე ვთქვი: — გულში ეჭვი გამიჩნდა ტყავის წინდებზე მასჰის (გაწმენდის) შესახებ დიდი და მცირე საჭიროებების შემდეგ. ხოლო შენ იყავი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბთაგან, და ამიტომ მოვედი შენთან: თუ გსმენია, ახსენებდა თუ არა იგი ამაზე რამეს? მან თქვა: — დიახ. ის გვიბრძანებდა, როცა ვიყავით გზაში ან მოგზაურობაში, არ გაგვეხადა წინდები სამი დღე და ღამე, გარდა ჯუნუბობისგან (სქესობრივი კავშირის შემდეგ). მაგრამ ფეკალიის, შარდისა და ძილის შემდეგ — ნებადართული იყო (მასჰი). მე ვთქვი: — თუ გსმენია, ახსენებდა თუ არა რამეს ვნებაზე[სიყვარულზე]? მან თქვა: — დიახ. ვიყავით მოციქულთან ერთდ (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზაში, როცა ერთმა ბედუინმა ძლიერი ხმით მიმართა მას: «ო მუჰამმად!» და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იგივე ტონით უპასუხა: «აჰა, მე აქ ვარ!» ჩვენ ვუთხარით მას (ბედუინს): — უბედურებავ, დაუწიე შენს ხმას, რადგან შენ ხარ მოციქულ მუჰამმადთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და შენთვის ეს აკრძალულია. მან თქვა: — ვფიცავ ალლაჰს, არ დავუკლებ ხმას! ბედუინმა თქვა: — ადამიანს უყვარს (რომელიღაცა) ხალხი, თუმცა ჯერ მათ (დონეს) არ მიუღწევია. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: — «ადამიანი იქნება იმათთან ერთად, ვინც მას უყვარდა, აღდგომის დღეს». და ის (საფვანი) განაგრძობდა მოყოლას, სანამ არ ახსენა კარიბჭე დასავლეთის მხრიდან, რომლის სიგანეც ისეთი იქნება, რომ მხედარი სივიწროვის გარეშე ივლიდა მასზე ორმოცი ან სამოცი წელი.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
ერთმა კაცმა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: "ო ალლაჰის მოციქულო, ჩვენ ზღვით ვმოგზაურობთ და თან მხოლოდ ცოტა წყალს ვიღებთ. თუ მას განბანვისთვის გამოვიყენებთ, სასმელად წყალი აღარ დაგვრჩება. შეგვიძლია თუ არა ზღვის წყლით განბანვა?" ამაზე ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «მისი წყალი სუფთაა, ხოლო მისი მკვდარი (ზღვის ბინადარი) — ნებადართულია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯუნუბისგან დიდ განბანვას აკეთებდა, ჯერ იბანდა ხელებს, შემდეგ იღებდა მცირე განბანვას (აბდესს), როგორც ლოცვისთვის, შემდეგ დაიბანდა მთლიან სხეულს, შემდეგ თმებს შორის თითებს ატარებდა მანამ, სანამ თმების ძირები კარგად არ დასველდებოდა და გადაისხამდა წყალს სამჯერ, შემდეგ იბანდა სხეულს მთლიანად. აიშამ თქვა: მე და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთი ქვაბიდან ვიბანდით და ორივე მისგან ვისხამდით წყალს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
"ერთხელ ვიყავით ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და ის მივიდა ერთ ადგილას, სადაც ხალხი ნაგავს ყრიდა, და მან მოშარდა ფეხზე მდგომმა, მე განზე გავდექი, მაგრამ მან მითხრა: «მომიახლოვდი». მე მივუახლოვდი და დავდექი მის ტერფებთან ახლოს. შემდეგ მან მცირე განბანვა გააკეთა და ტყავის წინდებზე სველი ხელი მოუსვა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«რომელი მუსლიმიც აუღებს აბდესს, სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი დადგება და გულითა და გონებით ორ რაქათ ლოცვას შეასრულებს, მისთვის სამოთხე გარანტირებული გახდება». მე ვთქვი: "რა მშვენიერი სიტყვებია!“ ამ დროს ვიღაცამ ჩემს წინ თქვა: "წინა სიტყვები კიდევ უკეთესია". გავიხედე და ეს უმარ იბნ ალ-ხატტაბი აღმოჩნდა, რომელმაც მითხრა: "მე დავინახე, როგორ მოხვედი ცოტა ხნის წინ". შემდეგ დაამატა: «რომელი თქვენგანიც აიღებს აბდესს და სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი იტყვის: "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია", მისთვის სამოთხის რვა კარი გაიღება, და შეუძლია, შევიდეს ნებისმიერი მათგანიდან, რომლითაც მოისურვებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ჯარირმა მოშარდა, შემდეგ აიღო მცირე განბანვა და ფეხსაცმელზე გაიკეთა მასჰი, მას ჰკითხეს: ამას აკეთებ? მან თქვა: დიახ, დავინახე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოშარდა, შემდეგ აიღო აბდესი და მასჰი გაიკეთა ფეხსაცმელებზე, ალ-ა'მაშიმ თქვა: იბრაჰიმმა თქვა: ეს ჰადისი მათ ძალიან მოსწონდათ, რადგან ჯარირმა ისლამი სურა ალ-მაიდას გადმოვლენის შემდეგ მიიღო.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული