Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

55 of 841 cards

Clear filters
«მრავალღმერთიანებმა გვითხრეს: "ვხედავ, რომ თქვენი მეგობარი თქვენ გასწავლით ყველაფერს, იმასაც კი თუ როგორ გახვიდეთ კუჭში", ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ, მან ჩვენ აგვიკრძალა, რომ გავიწმინდოთ მარჯვენა ხელით, მივემართოთ ყიბლას მიმართულებით, და მან ასევე აგვიკრძალა ხმელი ნაკელის და ძვლების გამოყენება (ჩასაბანად)". და თქვა: «არავინ არ განიწმინდოს, თუ არა სამი ქვით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
რომ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განბანვა შეუსრულებია, სხეულის ნაწილების ორ-ორჯერ განბანვით.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«მე ვიყავი ბანუ ალ-მუნთაფიყის წარმომადგენელი (ან მათ შორის ერთ-ერთი), რომელიც ალლაჰის შუამავალთან ელჩად გაიგზავნა. როდესაც მასთან მივედით, სახლში ვერ დაგვხდა, მაგრამ შევხვდით მორწმუნეთა დედას (აიშა ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და მან ბრძანა, რომ ჩვენთვის ხორციანი ფაფა მოემზადებინათ, და ის სწრაფად მოგვიმზადეს. მოგვიტანეს ასევე 'კინაუ' – ეს არის ჭურჭელი, რომელშიც ფინიკი იყო, შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა და გვკითხა: «რამე საკვები მიირთვით? ან რამე მოგიმზადეს?» ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო", როდესაც შუამავალთან ერთად ვისხედით, მწყემსმა თავისი ფარა მოიყვანა სადგომზე, მასთან ერთად პატარა ბატკანი იყო, რომელიც ხმამაღლა ბღაოდა, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა მწყემსს: «ჰეი შენ, შენმა ცხვარმა რა მოიგო?» მწყემსმა უპასუხა: "ბატკანი", შუამავალმა ბრძანა: «მაშინ ამის სანაცვლოდ ერთი ცხვარი დაკალი», შემდეგ შუამავალმა დაამატა: «არ იფიქრო, რომ ეს მხოლოდ შენთვის გავაკეთეთ. ჩვენ გვაქვს ასი ცხვარი და არ გვინდა მათი რიცხვის ზრდა. ამიტომ, როდესაც მწყემსი ახალ ბატკანს მოიყვანს, ჩვენ მის სანაცვლოდ ერთ ცხვარს ვკლავთ», ლაყიტ იბნ საბირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა: "ო ალლაჰის შუამავალო, მე მყავს ცოლი, რომელსაც ბილწსიტყვაობა ახასიათებს. როგორ მოვიქცე?" შუამავალმა უთხრა: «მაშინ გაეყარე მას». ლაყიტმა უთხრა: "ო ალლაჰის შუამავალო, მასთან დიდხანს ვცხოვრობდი და შვილებიც მყავს მისგან", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიუგო: «მაშინ დაარიგე ის», (ჰადისის გადმომცემმა განმარტა, რომ შუამავალმა იგულისხმა): მასთან რბილი შეგონებებით იმოქმედე, შემდეგ შუამავალმა დაამატა: «თუ მასში სიკეთე იქნება გააკეათებს(დაგიმორჩილდება). ცოლი, როგორც მონა ისე არ სცემო!» ლაყიტმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) ჰკითხა: "ო ალლაჰის შუამავალო, მასწავლე აბდესის აღების წესი", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «აბდესი სრულყოფილად აიღე, თითებს შორის წყალი გაატარე და ცხვირში ღრმად შეიყვანე წყალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მარხულობ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
«როდესაც რომელიმე თქვენგანი აიღებს აბდესს და ჩაიცვამს ტყავის წინდებს, ილოცოს მათში და სველი ხელით შეიწმინდოს მათი ზედაპირი (აბდესის დროს). არ უნდა გაიხადოს ისინი, თუ თვითონ არ მოისურვებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გახდება ჯუნუბის მდგომარეობაში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-დაარაყუტნიმ
"ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ღამით იღვიძებდა, კბილებს მისვაქით წმენდდა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«დაიმოკლეთ ულვაშები და დაიგრძელეთ წვერი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"მე ვესწრებოდი, როდესაც ამრ იბნ აბუ ჰასანმა ჰკითხა აბდულლაჰ იბნ ზაიდს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბდესი შესახებ. აბდულლაჰმა მოითხოვა წყლით სავსე ჯამი, შემდეგ აიღო აბდესი მათ წინაშე ისე, როგორც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკეთებდა ამას . შემდეგ მან ჯამიდან ხელზე წყალი დაასხა და ხელები სამჯერ დაიბანა. შემდეგ ხელი ჯამში ჩაყო, პირი ჩამოიბანა და ცხვირი წყლით ამოიბანა სამჯერ. შემდეგ ხელით წყალი აიღო და სახე სამჯერ დაიბანა. შემდგომ ხელები იდაყვებამდე ორჯერ დაიბანა. ხელი კვლავ ჯამში ჩადო, თავის თმა გაასველა და ორივე ხელი ერთიანად წინ და უკან გადაატარა. ბოლოს კი ფეხები კოჭებამდე დაიბანა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამაგზავნა საქმეზე. გზაში მე ჯუნუბი აღმოვჩნდი და წყალი ვერ ვიპოვე. მიწაზე დავგორდი ისე, როგორც ცხოველი გორდება, შემდეგ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივედი და ეს მოვუყევი. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «შენთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ასე გაგეკეთებინა ხელებით», და მან მიწას ერთხელ დაჰკრა ორივე ხელით, შემდეგ მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი შეიწმინდა, შემდეგ კი ხელების ზედაპირი და სახე".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული