عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (26)
«მრავალღმერთიანებმა გვითხრეს: "ვხედავ, რომ თქვენი მეგობარი თქვენ გასწავლით ყველაფერს, იმასაც კი თუ როგორ გახვიდეთ კუჭში", ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ, მან ჩვენ აგვიკრძალა, რომ გავიწმინდოთ მარჯვენა ხელით, მივემართოთ ყიბლას მიმართულებით, და მან ასევე აგვიკრძალა ხმელი ნაკელის და ძვლების გამოყენება (ჩასაბანად)". და თქვა: «არავინ არ განიწმინდოს, თუ არა სამი ქვით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
"ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ღამით იღვიძებდა, კბილებს მისვაქით წმენდდა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«დაიმოკლეთ ულვაშები და დაიგრძელეთ წვერი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"მე ვესწრებოდი, როდესაც ამრ იბნ აბუ ჰასანმა ჰკითხა აბდულლაჰ იბნ ზაიდს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბდესი შესახებ. აბდულლაჰმა მოითხოვა წყლით სავსე ჯამი, შემდეგ აიღო აბდესი მათ წინაშე ისე, როგორც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკეთებდა ამას . შემდეგ მან ჯამიდან ხელზე წყალი დაასხა და ხელები სამჯერ დაიბანა. შემდეგ ხელი ჯამში ჩაყო, პირი ჩამოიბანა და ცხვირი წყლით ამოიბანა სამჯერ. შემდეგ ხელით წყალი აიღო და სახე სამჯერ დაიბანა. შემდგომ ხელები იდაყვებამდე ორჯერ დაიბანა. ხელი კვლავ ჯამში ჩადო, თავის თმა გაასველა და ორივე ხელი ერთიანად წინ და უკან გადაატარა. ბოლოს კი ფეხები კოჭებამდე დაიბანა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამაგზავნა საქმეზე. გზაში მე ჯუნუბი აღმოვჩნდი და წყალი ვერ ვიპოვე. მიწაზე დავგორდი ისე, როგორც ცხოველი გორდება, შემდეგ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივედი და ეს მოვუყევი. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «შენთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ასე გაგეკეთებინა ხელებით», და მან მიწას ერთხელ დაჰკრა ორივე ხელით, შემდეგ მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი შეიწმინდა, შემდეგ კი ხელების ზედაპირი და სახე".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"მე მაქვს ქრონიკული სისხლდენა (ისთიჰადა), რომლისგანაც ვერ ვიწმინდები. უნდა შევწყვიტო თუ არა ლოცვა?" მან თქვა: «არა. ჭეშმარიტად, ეს სისხლდენა ვენიდან (სისხლძარღვიდან) არის. შეიკავე თავი ლოცვისგან იმდენი დღე, რამდენიც ჩვეულებრივ გქონდა მენსტრუაცია, შემდეგ აიღე ღუსლი (დიდი განბანვა) და განაგრძე ლოცვა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"ერთხელ ვიყავით ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და ის მივიდა ერთ ადგილას, სადაც ხალხი ნაგავს ყრიდა, და მან მოშარდა ფეხზე მდგომმა, მე განზე გავდექი, მაგრამ მან მითხრა: «მომიახლოვდი». მე მივუახლოვდი და დავდექი მის ტერფებთან ახლოს. შემდეგ მან მცირე განბანვა გააკეთა და ტყავის წინდებზე სველი ხელი მოუსვა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«რომელი მუსლიმიც აუღებს აბდესს, სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი დადგება და გულითა და გონებით ორ რაქათ ლოცვას შეასრულებს, მისთვის სამოთხე გარანტირებული გახდება». მე ვთქვი: "რა მშვენიერი სიტყვებია!“ ამ დროს ვიღაცამ ჩემს წინ თქვა: "წინა სიტყვები კიდევ უკეთესია". გავიხედე და ეს უმარ იბნ ალ-ხატტაბი აღმოჩნდა, რომელმაც მითხრა: "მე დავინახე, როგორ მოხვედი ცოტა ხნის წინ". შემდეგ დაამატა: «რომელი თქვენგანიც აიღებს აბდესს და სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი იტყვის: "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია",
მისთვის სამოთხის რვა კარი გაიღება, და შეუძლია, შევიდეს ნებისმიერი მათგანიდან, რომლითაც მოისურვებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა