Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

8 of 841 cards

Clear filters
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იგი გაგზავნა იემენში, და მან ჰკითხა მას იქ დამზადებულ სასმელებზე, მან (მოციქულმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «და რომლებია ისინი?» მან უპასუხა: «ბით‘ და მიზრ». აბუ ბურდას ჰკითხეს: «რა არის ბით‘?» მან თქვა: «ეს არის თაფლის ღვინო». ხოლო მიზრ არის ქერის ღვინო. მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველა დამათრობელი აკრძალულია». ჰადისს გადმოსცემს ალ-ბუხარი
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
«ყოველი მათრობელა ნივთიერება არის ღვინო, და ყოველი მათრობელა ნივთიერება ჰარამია (აკრძალულია). ვინც ამქვეყნად ღვინოს დალევს და მასზე დამოკიდებულად დარჩება და არ მოინანიებს, საიქიოში მას ღვინო არ დაელევა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა და გამოიყვანა ალ-ბუხარიმ ბოლო წინადადებით
მე ვუსხამდი ღვინოს ხალხს, რომლებიც აბუ ტალჰას სახლში იყვნენ მოყრილნი, და იმ დღეს მათი ღვინო დამზადებული იყო მკვახე და გამხმარი ფინიკებისგან. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანა მომხმობს, რომ გამოეცხადებინა: «ჭეშარიტად, ღვინო უკვე აიკრძალა!». მან თქვა: აბუ ტალჰამ მითხრა: "გადი და გადაღვარე იგი!" მეც გავედი და ღვინო დავღვარე, და ის მედინის ქუჩებში გადმოიღვარა. ზოგიერთმა ხალხმა თქვა: "ზოგი ადამიანი მოკვდა მაშინ, როცა ის (ღვინო) მათ მუცლებში იყო". მაშინ უზენაესმა ალლაჰმა მოავლინა აიათი: «მათ ვინც ირწმუნეს და სიკეთეს აკეთებდნენ, ცოდვა არ ეკისრებათ იმაში, რასაც ისინი ჭამდნენ.." (ალ-მაიდა: 93).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად ვიმყოფებოდით ზულ ალ-ჰულაიფაში და ადამიანები შიმშილის გრძნობამ შეაწუხა, მათ ხელთ აქლემი და ცხვარი ჩაუვარდათ. (ბრძოლიდან დარჩენილი ნადავლის სახით) თქვა: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალხს უკან მიყვებოდა, წინ მყოფებმა კი იჩქარეს, დაკლეს ცხოველები და დაადგეს ქვაბები, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ ქვაბების გადაყირავება ბრძანა, გადაატრიალეს, შემდეგ გაანაწილა, ის ყოველ ათ ცხვარს ერთ აქლემთან ატოლებდა, უეცრად მათგან ერთი აქლემი გაიქცა, მას უკან გამოედევნენ, მაგრამ მათ ცოტა ცხენოსანი ჰყავდათ და აქლემმა ძალიან დაღალა ისინი, მათგან ერთ-ერთმა კაცმა აქლემს ისარი ესროლა, ალლაჰმა ამ ისარით ის შეაკავა, შემდეგ მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, შინაურ ცხოველებს გარეული ცხოველების ბუნება აქვთ, და რომელიმე მათგანი თუ მსგავსად მოიქცევა, იმას ამის მსგავსად მოექეცით» რაფი'მა თქვა: ჩვენ ვიმედოვნებთ -ან გვეშინია- რომ ხვალ მტერს შევხვდებით, ჩვენ საკლავი დანები თან არ გვაქვს, შეიძლება დავკლათ გამომხმარი ბამბუკით? თქვა: «რასაც სისხლის დაღვრა შეუძლია, და რაზეც ალლაჰის სახელი იქნება ნახსენები მიირთვით, გარდა კბილით და ფრჩხილით დაკლულისა, ამის შესახებ მოგიყვებით: რაც შეეხება კბილს ის ძვალია, ხოლო ფრჩხილი კი ის ჰაბეშელების საკლავი საშუალებაა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაკლა ორი თეთრი, რქიანი ვერძი, ახსენა ალლაჰის სახელი და განადიდა ის, შემდეგ თავისი ფეხი დადო მათ კისრებზე.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვისაც ძაღლი ჰყავს, გარდა მონადირე ძაღლისა ან ნახირის დამცველისა, მისი ქმედებების საზღაური ყოველდღიურად ორი ყირატით შემცირდება», სალიმმა თქვა: აბუ ჰურაირა ამბობდა: «ან მოსავლის დამცველი ძაღლი», რადგან თავადაც მიწათმოქმედი იყო.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰმა და მისმა მოციქულმა აკრძალეს ღვინის, მკვდარი ცხოველების, ღორისა და კერპების გაყიდვა". მაშინ ჰკითხეს: „ო, ალლაჰის მოციქულო, როგორ მოვიქცეთ მკვდარი ცხოველების ცხიმთან დაკავშირებით? იგი ხომ გამოიყენება გემებების დასაფარად (გემებზე წასასმელად), ტყავის დასაზეთად და სანთლების გასანათებლად?" მან უპასუხა: «არა, ეს აკრძალულია». ​​შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰმა დასაჯოს იუდეველები! როდესაც ალლაჰმა მათ ცხიმი აუკრძალა, მათ იგი გაადნეს, გაყიდეს და მიიღე მისგან სარგებელი (ან შეჭამეს მისი სარგებლიდან)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც ილოცა ჩვენი ლოცვა, დადგა ჩვენი ყიბლას მიმართულებით და მიირთვა ჩვენი დაკლული, ის არის მუსლიმი, რომელიც იმყოფება ალლაჰის და შუამავლის მფარველობაში, ნუ დაართვევთ ალლაჰის გარანტიას მისი მფარველობის ქვეშ მყოფთან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ