Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

32 of 841 cards

Clear filters
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ყაზაღი (თმის ნაწილობრივ შეჭრა).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعياللباس والزينة، أحكام المولود، الأخلاق الذميمة، سنن الفطرة والسواكموضوعات الحديثحقوق الأولاد، سنن الفطرة
«ყველაზე მეტად იმ პირობების შესრულება გევალებათ, რომლითაც ნებადართული გახდა თქვენთვის ცოლები».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيأحكام وشروط النكاحموضوعات الحديثالوفاء بالعهد، حق الزوجة
«ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე. მმართველი, რომელიც ხალხზეა დაყენებული მწყემსია და პასუხს აგებს მათზე. კაცი არის მწყემსი თავისი ოჯახის მიმართ და პასუხს აგებს მათზე. ქალი არის მწყემსი თავისი მეუღლის სახლისა და შვილების მიმართ და პასუხს აგებს მათზე. მონა არის მწყემსი თავისი ბატონის ქონების მიმართ და პასუხს აგებს მასზე. მოკლედ, ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავის სამწყემსოზე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالمجتمع المسلم، حقوق الرعية على الإمام، العشرة بين الزوجين، تربية الأولادموضوعات الحديثحق الزوج، حق الزوجة، حقوق الأولاد، أحكام الإمامةمحاور التعريف بالإسلاممحاسن الأخلاق
«მუსლიმს ეკრძალება თავისი ძმისგან დაშორება სამ დღეზე მეტხანს, რომლის განმავლობაშიც ისინი შეხვედრისას ერთმანეთს ზურგს აქცევენ. ხოლო მათგან საუკეთესო ის იქნება, ვინც პირველი მიესალმება მეორეს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالمجتمع المسلم، الأخلاق الحميدة، آداب السلام والاستئذانموضوعات الحديثحسن الخلق، العفو عن الناس، السلاممحاور التعريف بالإسلاممحاسن الأخلاق
«ქორწინება არ არის მოქმედი მეურვის თანხმობის გარეშე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيأحكام وشروط النكاحموضوعات الحديثأحكام الأسرة
«მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემოვიდა ჩემთან, და მე გადავაფარე ჩემს სათავსოს ფარდა, რომელზეც გამოსახული იყო ცოცხალი არსებების გამოსახულებები. როცა მან ეს დაინახა, ფარდა თავისი ხელით ჩამოხსნა, სახე შეიცვალა და თქვა: «ო, აიშა! განკითხვის დღეს ყველაზე მკაცრად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც ცდილობენ შექმნან მსგავსი ალლაჰის ქმნილებისა». აიშა ამბობს: «ჩვენ ის გავჭერით და მისგან ერთი ან ორი ბალიში გავაკეთეთ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعياللباس والزينة، آداب اللباس، توحيد الربوبيةموضوعات الحديثصنع التماثيل، التصوير، الرسم باليد
"ო, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰის გზაზე ბრძოლას ვხედავთ საუკეთესო ქმედებად, ნუთუ არ ვიბრძოლებთ ალლაჰის გზაზე? უპასუხა: «არა, [თქვენთვის] საუკეთესო ჯიჰადი სრულყოფილი ჰაჯობაა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
التصنيف الشرعيفضل الحج والعمرة، حكم الجهاد وفضله، فقه المرأة المسلمةموضوعات الحديثالحج والعمرة
«საუკეთესო დინარი, რომელსაც მამაკაცი ხარჯავს, არის დინარი, დახარჯული საკუთარი ოჯახის საჭიროებებზე, დინარი, დახარჯული მის საცხენოსნო ცხოველზე ალლაჰის გზაზე და დინარი, დახარჯული მის თანამგზავრებზე ალლაჰის გზაზე». აბუ ყილაბამ თქვა: "მან დაიწყო იმათგან, ვინც მამაკაცის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება". შემდეგ აბუ ყილაბამ დაამატა: "ვინ მიიღებს უფრო დიდ საზღაურს, ვიდრე ის, ვინც იხარჯება პატარებზე, რომელნიც თავისით ვერ უზრუნველყოფენ თავს, ასე რომ, ალლაჰი იცავს მათ აკრძალულ საჭიროებებისგან [ან მოაქვს მათთვის სიკეთე მისი მეშვეობით]"
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيصدقة التطوع، حكم الجهاد وفضله، النفقة على الأولادموضوعات الحديثحق الزوجة، حقوق الأولاد، صدقة التطوع