Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

29 of 841 cards

Clear filters
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა საჭიროების დროს წარმოსათქმელი ხუტბა: ქება-დიდება ალლაჰს ჩვენ მას ვთხოვთ შეწევნას, მას ვთხოვთ მიტევებას, მას შევეფარებით ჩვენი სულების სიავისაგან, ვისაც ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, მას არ ჰყავს გზის ამბნევი, ვისაც ის აუბნევს გზას, მას არ ჰყავს სწორ გზაზე დამდგენი. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰის, და ვამოწმებ, რომ მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია, «ჰეი, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან, და გააჩინა მისგან მისი მეწყვილე (მეუღლე), და მათ ორისგან გაამრავლა უამრავი კაცი და ქალი. გეშინოდეთ ალლაჰის, რომლის სახელითაც მიმართავთ ერთმანეთს, და გეშინოდეთ ნათესაური კავშირების გაწყვეტისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ზედამხედველია თქვენი!» [ ან-ნისა:1]. «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით, და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები!» [ალი იმრან : 102] «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა და ჭეშმარიტი სიტყვა თქვით! რათა გამოასწოროს თქვენი საქმეები და გაპატიოს თქვენი ცოდვები. და ვინც ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, ჭეშმარიტად, მან დიად ნეტარებას მიაღწია!» [ალ-აჰზაბ : 70 - 71]
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მივედი შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სხვა ანსარ ქალებთან ერთად, რომ მისთვის ფიცი მიგვეცა, და ვუთხარით: "ო ალლაჰის შუამავალო, ჩვენ ვდებთ შენ ფიცს, რომ არ დავუდგენთ ალლაჰს მოზიარედ არავის, არ ვიქურდებთ, არ ვიმრუშებთ, არ მოვიგონებთ ტყუილს, და არ გეურჩებით კეთილ საქმეში", თქვა: «რაც შეგიძლით და რისი ძალაც გაქვთ». მან თქვა: "ჩვენ ვუთხარით: "ალლაჰი და მისი შუამავალი ჩვენთვის უფრო მოწყალენი არიან. მიიღე ჩვენი ფიცი, ო ალლაჰის შუამავალო", ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მე ქალებს ხელს არ ვართმევ, ჭეშმარიტად ჩემი სიტყვა ას ქალზე ნათქვამი ისეთივეა, როგორც ერთ ქალზე», ან მსგავსია ჩემი სიტყვის ერთ ქალზე ნათქვამის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
«მორწმუნე კაცს არ უნდა სძულდეს მორწმუნე ქალი. თუ მასში რომელიმე თვისება არ მოსწონს, სხვა თვისებაში კმაყოფილებას უნდა პოულობდეს» ან თქვა:«სხვა მის გარდა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ სცემოთ ალლაჰის მონა ქალებს». შემდეგ უმარ იბნ ალ-ხატტაბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და უთხრა: "ქალებმა თავიანთი ქმრების წინააღმდეგ უხეშობა დაიწყეს", ამის შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარკვეულ შემთხვევებში დაუშვა ცოლის დარტყმა, მაგრამ ცოტა ხანში ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახში ბევრი ქალი მივიდა, რომლებიც თავიანთ ქმრებს უჩიოდნენ, მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მუჰამმადის ოჯახში მრავალი ქალი მოვიდა, რომლებიც ქმრებს უჩივიან. ეს (ქმრები) თქვენში რჩეულები არ არიან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და იბნ მააჯამ
«სახელებს შორის ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი, აბდულლაჰი და აბდურრაჰმანია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა