Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

1 of 841 cards

Clear filters
როცა ალი იბნ აბუ ტალიბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იემენში ჯერ კიდევ გაუწმენდავი ოქროს მადანი გამოუგზავნა, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იგი ოთხ ადამიანს გაუნაწილა: უიაინა იბნ ბადრს, აყრა'ა იბნ ჰაბისს და ზაიდ ალ-ხაილს, ხოლო მეოთხე პირი ან ალყამა ან 'ამირ იბნ ატ-ტუფაილი იყო. ერთ-ერთმა საჰაბამ თქვა: "ჩვენ უფრო მეტი უფლება გვქონდა მასზე". ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ნუთუ თქვენ მე არ მენდობით? როცა მე მინდობილი ვარ იმის, ვინც ცაშია და ყოველ დილა-საღამოს ჩემთან ზეციდან ამბები მოდის». ამ დროს მოვიდა კაცი ჩავარდნილი თვალებით, გამოშვერილი ყვრიმალებით, ამობურცული შუბლით, ხშირი წვერით, გაპარსული თავით და დაბლიდან ამოკეცილი იზარით. მან შესძახა: "ო, ალლაჰის მოციქულო! გეშინოდეს ალლაჰის". მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ვაი შენ! განა მე არ მაქვს ყველაზე მეტი უფლება, რომ მეშინოდეს ალლაჰის?» შემდეგ, ის კაცი მოტრიალდა წასასვლელად, და ხალიდ იბნ ალ-ვალიდმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო! ნება მომეცი, თავი მოვკვეთო მას!" მაგრამ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «არა, რადგან შესაძლოა, ის ლოცულობდეს». ხალიდმა თქვა: "რამდენია ისეთი, ვინც ენით ამბობს, მაგრამ გულში სხვა რამ აქვს!" მაშინ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, მე არ დამევალა, რომ ჩავიხედო ხალხის გულებში და გავკვეთო მათი შინაგანი სამყარო». შემდეგ, როდესაც ის კაცი ზურგით შებრუნდა და მოშორდა, ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეხედა და თქვა: «ჭეშმარიტად, ამ კაცის შთამომავლობაში გაჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გაუჩერებლად კითხულობენ ალლაჰის წიგნს, მაგრამ ეს კითხვა მათ ყელს იქით ვერ გავა, და ისინი რელიგიიდან გამოვლენ, როგორც ისარი გავარდება ნადირის სხეულიდან.». და, როგორც ჩანს, მან დაამატა: «ჭეშმარიტად, თუ მე მივაღწევ იმ დროს, როცა ისინი გამოჩნდებიან, უეჭველად გავანადგურებ მათ, როგორც განადგურდნენ სამუდიანები!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული