Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

19 of 841 cards

Clear filters
წაიკითხა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს აიათი: {იგია ის, რომელმაც გარდმოგივლინა შენ წიგნი. მასშია ცხადი აიათები, რომელნიც წიგნის დედააზრს ქმნიან, და სხვები მიმგვანებული. ისინი კი, ვის გულებშიც ეჭვია, მიჰყვებიან იმას, რაც მიმგვანებულია. ცდილობენ გამოიწვიონ არეულობა და განმარტონ აიათები, არავინ იცის მისი (მიმგვანებული - მუთეშაბიჰი აიათების) ახსნა, ალლაჰის გარდა. მტკიცე ცოდნის მქონენი ამბობენ: ჩვენ ვირწმუნეთ ის, ყველაფერი ჩვენი ღმერთისგანაა! შეგონებას მხოლოდ გონიერნი მისდევენ.} [აალ იმრაან: 7] მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ყურანში გაურკვეველ საკითხებს მიჰყვებიან, იცოდეთ, რომ ეს ის ხალხია, რომელთა შესახებ ალლაჰმა ისაუბრა. ერიდეთ მათ!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც სურა ალ-ქაჰფის პირველ ათ აიათს დაიზეპირებს, ის ცრუ მესიისგან (დაჯჯალისგან) დაცული იქნება». სხვა გადმოცემის თანახმად კი: «სურა ალ-ქაჰფის ბოლოდან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ერთმა იუდეველმა უთხრა მას (უმარს, ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით): — მორწმუნეთა მმართველო! თქვენს წიგნში არის ერთი აიათი, რომელსაც კითხულობთ. ის რომ ჩვენზე,იუდეველებზე, ყოფილიყო გარდმოვლენილი, ჩვენ იმ დღეს დღესასწაულად ვაქცევდით. უმარმა ჰკითხა: — რომელი აიათია ის? მან უპასუხა: — {დღეს მე სრულყავი თქვენთვის თქვენი რელიგია, სრულად გიბოძეთ თქვენზე ჩემი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი} (სურა «ალ-მაიდა», 3). მაშინ უმარმა თქვა: — ჩვენ ვიცით ის დღე და ის ადგილი, სადაც ეს აიათი მოევლინა მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მს): (ამ დროს) იგი იდგა არაფათის გორაზე პარასკევის დღეს.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: მე გავყავი ლოცვა ჩემსა და ჩემს მორჩილს შორის ორად, და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს. როდესაც მსახური ამბობს: {დიდება ალლაჰს, სამყაროების მბრძანებელს!} ალლაჰი ამბობს: დიდება მომაგო ჩემმა მორჩილმა. როდესაც ამბობს: {მოწყალეს და შემწყალებელს} ალლაჰი ამბობს: ქება მომაგო ჩემმა მორჩილმა. როდესაც ამბობს: {განსჯის დღის მეუფეს} ალლაჰი ამბობს: დიდება მომაგო ჩემმა მორჩილმა, და ზოგჯერ ამბობს: ჩემს ხელთ მიანდო საქმენი ჩემმა მორჩილმა. როდესაც ამბობს: {მხოლოდ შენ გეთაყვანები და მხოლოდ შენგან ვითხოვ დახმარებას}, ალლაჰი ამბობს: ეს არის ჩემსა და ჩემს მორჩილს შორის და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს. როდესაც ამბობს: {დაგვადგინე სწორ გზაზე, იმათ გზაზე, ვისაც წყალობა მიაგე, და არა მათ (გზაზე), რომელნიც შენი რისხვის ქვეშ არიან და, არც მათ გზაზე რომელნიც სწორ გზას ასცდნენ!} ალლაჰი ამბობს: ეს არის ჩემი მორჩილისთვის და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ერთხელ ჯიბრილი ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით იჯდა, როცა მოულოდნელად ზემოდან ხმა მოესმა. ჯიბრილმა ცას ახედა და თქვა: "ეს ცის კარია, რომელიც დღეს პირველად გაიხსნა და აქამდე არასდროს გახსნილა", შემდეგ, ამ კარიდან ერთმა ანგელოზმა ჩამოსვლა დაიწყო, ჯიბრილმა თქვა: "ეს ანგელოზია, რომელიც პირველად ჩამოვიდა დედამიწაზე და მანამდე არასდროს ჩამოსულა", ანგელოზმა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიესალმა და უთხრა: "გიხაროდეს! შენ მოგეცა ორი ნათელი, რომელიც შენამდე არც ერთ წინასწარმეტყველს არ მიუღია: სურა ალ-ფაათიჰა და სურა ალ-ბაყარას ბოლო აიათები, შენ ამ აიათებიდან როცა რომელიმეს წაიკითხავ, აუცილებლად მოგეცემა ის, რასაც ითხოვ"».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ გადააქციოთ თქვენი სახლები სასაფლაოებად, უეჭველად, ეშმაკი გაურბის იმ სახლს, სადაც სურა "ალ-ბაყარა" იკითხება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ისინი, ვინც მრავალღმერთიანობას ეწეოდნენ, უამრავ ადამიანს კლავდნენ და ბევრ ცოდვას სჩადიოდნენ, ასევე მრუშობას ჩადიოდნენ, მივიდნენ მუჰამმადთან ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას და უთხრეს: «ის, რასაც შენ ამბობ და რისკენაც მოგვიწოდებ კარგია. თუმცა, შეგიძლია გვაუწყო, არის თუ არა ჩვენი ჩადენილი ცოდვებისათვის გამოსასყიდი?» ამის შემდეგ გარდმოვიდა აიათი: {და ისინი, ვინც ალლაჰთან ერთად სხვა ღმერთებს არ მოუხმობენ, და არ კლავენ იმ სიცოცხლეს, რაც ალლაჰმა აკრძალა, თუ არა სამართლიანობის გამო, და არ მრუშობენ}. [ალ-ფურყაან: 68] ასევე გარდმოვიდა აიათი: {უთხარი: ჰეი, ჩემო მსახურნო, რომლებმაც საკუთარ თავებზე გადამეტებული ცოდვები ჩაიდინეთ, ნუ დაკარგავთ ალლაჰის წყალობის იმედს} [აზ-ზუმარ: 53].
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"არ დადება განკითხვის დღე მანამ, სანამ მზე არ ამოვა დასავლეთიდან. როცა მზე ამოვა და ადამიანები მას დაინახავენ, ყველა ირწმუნებს იმ დროს {არავის რწმენა არ მოიტანს სარგებელს, ვინც მანამდე არ ირწმუნა ან თავის რწმენაში სიკეთე ვერ მოიპოვა} [ალ-ან'აამ: 158] და როდესაც დადგება ეს საათი, ორი ადამიანი, რომლებმაც დააფინეს ნაჭერი, ვერ მოასწრებენ მის გაყიდვას, ვერც ყიდვას და ვერც აკეცვას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თავის აქლემს რძეს მოწველის და წაიღებს, ვერ მოასწრებს მის დალევას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თიხით ფარავს თავის წყლის რეზერვუარს (იგულისხმება ის, ვინც აძლიერებს ან არემონტებს რეზერვუარის კედლებს, საიდანაც ის აქლემებს ასმევდა წყალს), ვერ მოასწრებს, რომ ააქლემებს დაალევინოს იქიდან; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელმაც საკვების ნატეხი მიიტანა პირთან, ვერ მოასწრებს მის ჭამას".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული